ახალი ამბები

დააკავეს შსს-ის ინსპექტორი, რომელმაც მეგობარი ქალის ინტიმური ფოტო მის ქმარს გაუგზავნა და მისწერა, რომ ცოლი ღალატობდა

👇მოიწონეთ სტატია👇

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, მიმდინარე წლის ოქტომბერ-ნოემბერში არასათანადო მოპყრობის და ძალადობის ფაქტები გამოავლინეს, რის შედეგადაც მათ მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.

საგამოძიებომ ამხილა შსს-ის, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ინსპექტორი, რომელმაც მეგრობარი ქალის ინტიმური ფოტო, შურისძიების მიზნით, მის ქმარს გაუგზავნა.

“კერძოდ, 2022 წლის მარტის თვეში, მეგობარ ქალთან ურთიერთობის გაწყვეტით გაბრაზებულმა გ.ლ-მ, შურისძიების მიზნით მასთან ურთიერთობაში მყოფი ქალის მეუღლეს, სოციალური ქსელის “მესენჯერის” საშუალებით ქალის ნახევრად შიშველი, ინტიმური შინაარსის ფოტოსურათი გაუგზავნა და მიწერა, რომ ცოლი ღალატობდა. აღნიშნული ქმედების შედეგად, დაზარალებულს მორალური სახის ზიანი მიადგა.

დაზარალებული ქალის მიერ სპეციალური საგამოძიებო სამსახურისთვის მომართვიდან მალევე, გატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ინსპექტორი დაკავებულ იქნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლით”, – აცხადებენ საგამოძიებოში.

👇მოიწონეთ სტატია👇

მსგავსი სტატიები

Back to top button