საზოგადოება

მარიკა ბაკურაძის ტყუილი – პირადი საუბრის უნებართვოდ გავრცელება არ ეყო და ახლა ესეც დაამატა – ნახეთ რაში ვამხილეთ ჟურნალისტი

სოციალურ ქსელში ატეხილი სკანადლი, რომელიც მარიკა ბაკურაძის გარშემოა, უფრო მეტად გამწვავდა. ჟურნალისტმა, რომლის სიუჟეტზე მაყურებლების ზოგიერთმა ნაწილმა ნეგატიური აზრი გამოთქვა, მარიკა ბაკურაძე დაუკავშირდა და პასუხი მოთხოვა იმაზე, თუ რატომ გამოთქვამენ ადამიანები თავისუფალ აზრს, თუნდაც შეუსაბამო სიტყვებით (მარიკამ მგონი საერთოდ არ იცის სიტყვის თავისუფლების მნიშვნელობა და ის რომ მე ჩემს აზრს სადაც მინდა, როგორც მინდა და რა ფორმითაც მინდა ისე დავაფიქსირებ, ესაა სიტყვის თავისუფლება… მაგრამ ამას ეტყობა იმედის ტელევიზიაში არ ასწავლიან)

მის ამ სიუჟეტს ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა, აზრი ორად გაიყო, მაგრამ ყველა ვთანხმდებით ალბათ იმაზე, რომ პირადი საუბრის უნებართვოდ გამოყენება საქართველოს კანონმდებლობით ისჯება, თუ არ არის სასამართლოს მიერ გაცემული ნებართვა. თავის გასასამართლებლად მარიკა ბაკურაძემ ფეისბუქზე გამოაქვეყნა სტატუსი (რომელსაც ჩვენი ბლოგი აუცილებლად დაურთავს სტატიას, როგორც პირადად ჟურნალისტის პირადი პროფილიდან, ასევე სქრინების სახით (რადგან რომ წაშალოს თქვენ მიანც ნახავთ მას) გამოქვეყნებულ სტატუსში კომენტარების დაწერის ფუნქცია თავად ჟურნალისტმა გამორთო. ჩვენ დავინტერესდით ვინ არიან ის ადამიანები ვინც იწონებენ ჟურნალისტის ამ სტატუსს, გადავედით ამ ველზე და ჰოპლა, რას ვხედავთ, თურმე მარიკა ბაკურაძის

ეს განცხადება ინდონეზიელ, ფილიპინელ და ვიეტნამელ ხალხს ძალიან მოსწონებია და ლაიქის ღილაკისთვისაც კი დაუჭერიათ. სირცხვილი მარიკა, შენი სტატუსის გაყალბებისთვი, ვითომ ხალხს მოსწონს რასაც ამბობ. ერთ უსირცხვილო გადაცემას ტყუილიც დაამატე და ხალხს თვალებში ნაცარს აყრი, თითქოს სულელები ვიყოთ და ვერ ვხედავდეთ რასაც ვითომ “ჟურნალები” აკეთებთ. ჟურნალისტები საქართველოში არ არიან, ხართ მხოლოდ მთავრობის, მისი დამქაშების ან ოპოზიიციის მარიონეტები. საქართველოში ჟურნალისტიკა მკვდარია დიდი ხანია. ალბათ ახლა მეც დამირეკავ და საქმეს გამირჩევ რატომ დავწერეთ შენზე ასეთი რამ. მაგრამ არ გვაინტერესებს … 🙂


წყარო: https://ambavi. club/

მსგავსი სტატიები

Back to top button