საკითხავი

მხოლოდ ერთ წუთში, ეს ამბავი ყველაფრის მიმართ შეგიცვლიდთ შეხედულებებს.

ეს ამბავი სავსეა მშვენიერი მომენტებით, ის ბევრი რამიდ მიმართ შეგიცვლით შეხედულებას. ორი მამაკაცი, ორივე ძალიან მძიმედ დაავადებულები იწვნენ ერთსა და იმავე პალატაში.
ერთ კაცს უფლება ჰქონდა ყოველდღე წამომჯდარიყო საწოლში,რათა ფილტვებიდან სითხის გადინება უფრო გამარტივებულიყო.
მისი საწოლი ოთახში ერთადერთი ფანჯრის გვერდით იყო. მეორე პაციენტს  არ ჰქონდა წამოჯდომის უფლება

მამაკაცები საათობით საუბრობდნენ თავიანთ ცოლებსა და ოჯახებზე, სახლზე, სამსახურზე..

ყოველდღე, როდესაც  ფანჯარასთან მყოფი პაციენტი იჯდა თავის საწოლში, თავის მეგობარს  აღუწერდა ყველაფერს, რასაც ფანჯრიდან ხედავდა.

სხვა საწოლში მწოლიარე ადამიანი სწორედ ამ საათებისთვის ცხოვრობდა, რათა წარმოედგინა და საკუთარ გონებაში გაეცოცხლებინა ის რასაც მისი მეგობარი ხედავდა ფანჯრიდან.PROMOTED CONTENT

ფანჯარა გადაჰყურებდა პარკს ულამაზესი ტბით, სადაც იხვები და გედები დაცურავდნენ. ახალგაზრდა წყვილები ხელიხელჩაკიდებულნი დადიოდნენ შორიდან კი ქალაქის ულამაზესი ხედი იშლებოდა.

გადიოდა დღეები, კვირები და თვეები.

ერთ დილას ექთანი ოთახში შევიდა წყალის მისატანად პაციენტებისთვის.  მან ფანჯარასთან იპოვა მამაკაცის გვამი, რომელიც მშვიდად გარდაიცვალა ძილში. მას ძალიან დასწყდა გული მომხდარის  გამო.

მოგვიანებით,  პაციენტმა იკითხა თუ შეიძლებოდა, რომ ის გადაეყვანათ საწოლში, რომელიც იდგა ფანჯარასთან, რაზეც ექთანი დათანხმდა.

მამაკაცი ნელა, იდაყვზე დაყრდნობით ცდილობდა პირველად გაეხედა ფანჯრიდან და საკუთარი თვალებით დაენახა რა ხდებოდა გარეთ.

ფანჯრიდან ცარიელი კედელის გარდა არაფერი მოსჩანდა. გაოცებულმა მამაკაცმა ჰკითხა მედდას,თუ რა ხდებოდა, მისი მეგობარი ხომ ასე საოცრად აღწერდა ხედს ფანჯრიდან.

ექთანმა უპასუხა, რომ კაცი ბრმა იყო და კედელსახ კი ვერ ხედავდა.  მან თქვა: “იქნებ მას უბრალოდ სურდა შენი მხარდაჭერა”.

დიდი ბედნიერებაა, როდესაც შეგიძლია სხვა ადამიანს მხარი დაუჭირო როდესაც მას უჭირს და ეცადო გააბედნიერო.

გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია, ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში

ასევე გირჩევთ

Back to top button