ახალი ამბები

ვრცელდება დაუჯერებელი კადრები – “ვინც მსგავს სიტუაციაში ყოფილხართ, იქნებ გამოცდილება გამიზიაროთ, როგორ მოაგვარეთ ეს პრობლემა”

“სანამ დამიწერთ, რომ უკულტურო და აღუზრდელი ხალხი ყველგან არის და კომპანია ამაში რა შუაშიაო, მინდა გითხრათ, რომ მესმის, ზოგიერთ მეზობელში ნამდვილად არ გაგვიმართლა. განსაკუთრებით მაშინ, როცა ბინა გაქირავებულია და მეპატრონე მდგმურის ქცევას საერთოდ არ აკონტროლებს.

თუმცა, თუ ყოველთვიურად ვიხდით მომსახურების საფასურს, მომსახურებაში მოწესრიგებული და დაცული კორპუსისა და ეზოს უზრუნველყოფაც არ უნდა შედიოდეს? კორპუსის ჯგუფში არაერთხელ დაწერილა თხოვნა, რომ დაყრილი ნაგავი აიღონ,

მაგრამ, როგორც თავადაც ხედავთ, არაფერი იცვლება.კორპუსში დამონტაჟებულია კამერები, კომპანიას შეუძლია დაადგინოს წესების დამრღვევი პირები და გააფრთხილოს ისინი, თუმცა რეაგირება არ ჩანს.ნაგვის დაყრის გარდა, ზოგიერთი მეზობელი სარეცხი მანქანის წყლის

მილს სანიაღვრე სისტემაზე აერთებს, რის გამოც კორპუსის შესასვლელი სივრცე მუდმივად ბინძურდება.

ვიდეოშიც ხედავთ, როგორ ჩამოდის ამ პრობლემის გამო ერთ-ერთ მეზობელთან ქაფიანი წყალი.მე და იმ კეთილსინდისიერმა მეზობლებმა რა დავაშავეთ, რომლებიც საერთო სივრცეებს ვუფრთხილდებით და კორპუსში ცხოვრების წესებს ვიცავთ?

ვერ ვხვდები, თუ თავად უნდა ვირბინო, ვარკვიო პრობლემის მიზეზები, ვეკამათო მეზობლებს და მუდმივად ვითხოვო ელემენტარული წესრიგის დაცვა, მაშინ რისთვის გვყავს მენეჯერი და რისთვის ვიხდით ყოველთვიურად მომსახურების საფასურს?

ვინც მსგავს სიტუაციაში ყოფილხართ, იქნებ გამოცდილება გამიზიაროთ, როგორ მოაგვარეთ ეს პრობლემა და რა არის გამოსავალი? განსაკუთრებით, არქთან ვისაც გაქვთ გამოცდილება მსგავს საკითხებში, თქვენი რჩევა გამომადგება”, – წერს მოქალაქე სოციალურ ქსელში და ვიდეოს აქვეყნებს.

Back to top button