ოთხი წლის გოგონა დაკარგვიდან 20 წლის შემდეგ იპოვეს – აი, რა შეემთხვა ბავშვს სინამდვილეში
გოგონამ, რომელიც ოთხი წლის ასაკში დაიკარგა, 20 წის შემდეგ იპოვა თავისი მშობლები. მოგიყვებით საოცარი ისტორიას, თუ რა მოხდა მის თავს და როგორ და ვისთან ცხოვრობდა მთელი ამ წლების განმავლობაში გოგონა.
1999 წლის პირველ ოქტომბერს, 4 წლის ია მამას გაჰყვა. კაცი კარტოფილს ყიდდა ქუჩაში. უკან რომ ბრუნდებოდნენ, მამამისს ჩაეძინა და როდესაც კაცი გააღვიძეს, ქალიშვილი გვერდით აღარ ჰყავდა.
იას ბუნდოვნად ახსოვს, რა მოხდა მის თავს. მას ქალი და კაცი დაამახსოვრდა, რომლებთან ერთადაც რაღაც დრო გაატარა, შემდეგ კი მათ გოგონა რკინიგზის სადგურზე მიიყვანეს და იქ დატოვეს.
ამის შემდეგ, ბავშვი იშვილეს და მხოლოდ 20 წლის შემდეგ, მისმა რჩეულმა ინტერნეტის საშუალებით მოძებნა იას მშობლები. როგორც გოგონას ბიოლოგიური დედა ყვებოდა, ბავშვი იმ საბედისწერო დღეს მას ეხვეწა, მამას გავყვები კარტოფილის გასაყიდადო. მამა-შვილს მხოლოდ სამი გაჩერება უნდა გაეარა მატარებლით.