ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი ნახეთ რა სიურპიზი გელოდებათ ხვალ

👇მოიწონეთ სტატია👇

ვერძი

ამ დღეს ემოციებზე ძლიერი თქვენი მბრძანებლობის სურვილი აღმოჩნდება. როგორც მოსალოდნელი იყო, ეს ყველას არ მოეწონება. გახსოვდეთ, რომ ყველა ადამიანს თავისი აზრი აქვს და ეცადეთ ამას შეეგუოთ. საღამოს შეგიძლიათ საკუთარი თავი ახალი შენაძენით გაახაროთ, რომელზედაც დიდი ხანია ოცნებობთ.

კურო

ამ დღეს სერიოზული შეცდომებისგან მხოლოდ მკაფიოდ ჩამოყალიბებული მოქმედების გეგმა გიხსნით. გირჩევთ დიდი ხნის წინ შედგენილ მოქმედების გეგმას არ გადაუხვიოთ, თუნდაც ამის მიზეზი გქონდეთ. გაუფრთხილდით საყვარელ ადამიანებს, მხოლოდ მათ შეუძლიათ მიზნის მიღწევაში დაგეხმაროთ.

ტყუპები

ვარსკვლავები გირჩევენ, რომ საკუთარ გრძნობებში საბოლოოდ გაერკვეთ. გარდა ამისა, თუ სიმართლე გაიგეთ, ეცადეთ ეს მოცემულობად აღიაროთ. გათავისუფლდით ეჭვებისგან და შეწყვიტეთ საკუთარი თავის დადანაშაულება. სავარაუდოდ, საღამოს საინტერესო ნაცნობობა გელით.

კირჩხიბი

ამ დღეს გარშემო მყოფების მიმართ მეგობრული დამოკიდებულების გამოვლენა ისე მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს. სასარგებლო ნაცნობობა გელით, რომელიც პროფესიულ საქმიანობაში დაგეხმარებათ. მოერიდეთ კონფლიქტში ჩართვას, რათა განწყობა დიდი ხნით არ გაიფუჭოთ.

ლომი

თქვენი პოზიცია შეიძლება უზარმაზარი კონფლიქტის მიზეზი გახდეს. სავარაუდოდ, საკუთარი აზრის თავზე მოხვევას იქ ეცდებით, სადაც არავინ გელით. გირჩევთ, ახლობელი ადამიანების პირადი საზღვრები არ დაარღვიოთ და დისტანცია შეინარჩუნოთ.

ქალწული

ამ დღეს ყველაფერი, რასაც აკეთებთ რამდენჯერმე უნდა გადაამოწმოთ. ფრთხილად იყავით, რადგან უმცირესი შეცდომაც კი შეიძლება თქვენს კარიერაზე აისახოს. ასტროლოგები გირჩევენ, რომ არ დაიზაროთ და თითოეული საქმე დღის განმავლობაში რამდენჯერმე გადაამოწმოთ.

სასწორი

ჰოროსკოპის ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ურთიერთობებში სიფრთხილე გამოიჩინოთ. თქვენი უხეშობა შეიძლება დიდი კონფლიქტის მიზეზი გახდეს. გირჩევთ ემოციები აკონტროლოთ და ურთიერთობებს გაუფრთხილდეთ.

მორიელი

ეცადეთ საკუთარი მომავალი დაინახოთ. უფრო სწორად ის, როგორადაც მას ხედავთ. შესაძლოა, გეგმები, რომლებსაც დიდი ხანია ადგენთ, არც ისე წარმატებულია? გადახედეთ ოჯახურ ბიუჯეტს და დაფიქრდით – იქნებ საკუთარ თავზე ძალიან ცოტას ხარჯავთ? შეწყვიტეთ საკუთარ თავზე ეკონომიის გაკეთება და ეცადეთ, სრულფასოვანი ცხოვრებით იცხოვროთ.

მშვილდოსანი

ასტროლოგები გირჩევენ, რომ ვარდისფერი სათვალე მოიხსნათ და სივრცე თქვენ გარშემო ცოტათი განაახლოთ. შეიძლება ერთ-ერთ ნაცნობთან ურთიერთობის შეწყვეტა ან იმ ნივთის გადაგდება მოგიწიოთ, რასაც სიამოვნება არ მოაქვს. შეწყვიტეთ ფულის სისულელეებში ხარჯვა და ეცადეთ მეტი მომჭირნეობა გამოიჩინოთ.

თხის რქა

თქვენი უხეშობა და არადიპლომატიურობა შეიძლება დიდი კონფლიქტის მიზეზი გახდეს. ეცდეთ ურთიერთობა მინიმუმამდე შეამციროთ და თუ შესაძლებლობა გაქვთ, განმარტოვდეთ. ასე შეძლებთ, რომ არასასურველ საუბრებს და დებატებს მოერიდოთ და განწყობა არ გაიფუჭოთ.

მერწყული

თუ რაიმე საქმე წამოიწყეთ, ეცადეთ დროულად დაასრულოთ და თაროზე არ შემოდოთ. ეს აუცილებელია იმისათვის, რომ უსიამოვნებების მთელი წყება აიცილოთ. ამ დღეს ძალიან ბევრი დავალება გექნებათ, მაგრამ ყველაფრის მიუხედავად, ეცადეთ დასვენების დრო გამონახოთ.

თევზები

ამ დღეს ნებისმიერ საქმეს სწრაფად და ადვილად გაუმკლავდებით. ეს დღე შესაფერისია ხელოვნებასთან დაკავშირებული იდეების განხორციელებისთვის. შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ძალას კარგავთ, მაგრამ უკან არ უნდა დაიხიოთ. ყველაფრის მიუხედავად, წარმატების შანსი ჯერ კიდევ გაქვთ.

👇მოიწონეთ სტატია👇

მსგავსი სტატიები

Back to top button