ახალი ამბები
“ქურდობას მაბრალებდნენ რესტორანში,გიორგი ოვლაშვილზე ნაწყენი ვარ..” – ნახეთ თედო ბექაური რეჟისორზე
ფილმ „გაღმა ნაპირის” მსახიობი თედო ბექაური „სიცრუის დეტექტორის“ სტუმარი იყო. შეკითხვაზე, ნაწყენია თუ არა თედო რეჟისორ გიორგი ოვაშვილზე, მან დადებითად უპასუხა. როგორც თედო აღნიშნავს, რეჟისორთან უთანხმოების მიზეზი, მის მიმართ ქურდობის ბრალდება გახდა.„გიორგის სამსახურის შოვნაში დახმარება ვთხოვე, მითხრა რომ მასთან რესტორანში შემეძლო მუშაობის დაწყება. ერთ დღესაც მითხრეს, რომ
რესტორანში ქურდობა მოხდა და აღმოჩნდა, რომ მე მაბრალებდნენ. თითქოს ფული მე მოვიპარე და ხელს მე მადებდნენ. გიორგისთან შეხვედრა და დალაპარაკება რამდენჯერმე ვცადე, მინდოდა რაღაც ამეხსნა, მაგრამ თვითონ არ მოისურვა“ – ამბობს თედო ბექაური.