ახალი ამბები

სკანდალური ინფორმაცია რომელიც ამ წუთებში ვრცელდება-რატომ ჩამოდის საქართველოში უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკი??

👇მოიწონეთ სტატია👇

თამო კეშელავა

„ალიას“ სკანდალურ კულუარებს უყვება „ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებული პირი, რომელსაც, გასაგები მიზეზების გამო, არ სურს ვინაობის საჯაროდ გამჟღავნება:

„რატომ გააკეთა ზელენსკიმ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაზე განცხადება სწორედ ახლა და რატომ არ გააკეთა, მაგალითად, 6 თვის წინ? ახლა გაიგო, რომ მისი ქვეყნის მოქალაქე ციხეშია? ზელენსკის არც მაშინ გაუკეთებია მიშაზე განცხადება, როცა ევროპარლამენტში, ევროპარლამენტარებმა მიშა პუტინის ნომერ პირველ მტრად აღიარეს. ნიშანდობლივია ისიც, რომ ევროპარლამენტშიც კი, არავის უთქვამს, პუტინის ნომერ პირველი მტერი ზელენსკია, ან ბაიდენიო, არც ამერიკასა, თუ უკრაინაში გაუპროტესტებია ეს ვინმეს ღიად და საჯაროდ და ცხადია, არც ღარიბაშვილსა და ივანიშვილს უთქვამთ, რას ამბობთ, პუტინის ნომერ პირველი მტრები ჩვენ ვართ, ვინაა სააკაშვილიო. როგორც ჩანს, სააკაშვილი შეირჩა სწორედ, პუტინის ნომერი მტრის როლზე და რომ არ ჰქონდეთ იმედი, რომ იგი ამ როლს კარგად შეასრულებს, ცხადია, ალალებდზე არ „დაამტკიცებდნენ.“ ასე „შერჩა“ პუტინს ნომერ პირველ მტრად პატიმარი სააკაშვილი. ევროპამ გათბობას მივიკლებ და თუ საჭირო გახდება, დღეში რამდენიმე საათით დენსაც გამოვრთავ, საღამოს საათებში სამთავრობო სახლებს ჩავაბნელებ, ოღონდ, პუტინი დავამარცხოო და ამ ფონზე, ასეთი უმნიშვნელო თუ ჰგონია ვინმეს, პუტინის ნომერ პირველ მტრად მიშას აღიარება, ძალიან ცდება.

მოკლედ, ზელენსკიმ სწორედ აშშ–ში გამგზავრების წინ მოითხოვა სააკაშვილის გათავისუფლება და ეს იყო ნიშანი იმისა, რომ აშშ–ში ერთ-ერთ საკითხად იქნებოდა საქართველოზე საუბარი. ახლა ბევრს საუბრობენ იმაზე, რომ მიშა გასული წლის ოქტომბერში, რევოლუციის მოსაწყობად ჩამოვიდა, მაგრამ გაყიდეს და თუ არც ერთმა ოპოზიციურმა ლიდერმა არ იცოდა მის ჩამოსვლაზე, თუ არავინ ემზადებოდა, თუ ტრანსპორტიც კი არ იყო მობილიზებული ხალხის ჩამოსაყვანად დედაქალაქში და რომ არ იყო, ფაქტია, რანაირად ემზადებოდნენ რევოლუციისთვის? მართლა სჯერა ვინმეს, რომ ადგა მიშა, ჩაალაგა ბარგი ჩემოდანში, ჩაჯდა კონტეინერში და ჩამოვიდა? როგორ გგონიათ, ეძინა უკრაინის დაზვერვას, ბრიტანეთის დაზვერვას, აშშ–ს დაზვერვას, რომლებიც ომის წინა პერიოდში გააქტიურებული ძალებით მუშაობდნენ რუსეთსა და უკრაინაში? და ეს დაზვერვა მიშას გადაადგილებას არ აკვირდებოდა? ჩამოვიდა თემურ ალასანია და ბრძანა, მიშა იმდენ ხანს გაძლებს, რამდენიც საჭირო იქნებაო. გაგიკვირდებათ და ჩემი აზრით, სწორედ ისეთი იყო სცენარი, როგორც მოვლენების განვითარება ვნახეთ, მიშა უნდა ჩამჯდარიყო ციხეში, სადაც გაძლებდა იმდენი ხანი, რამდენიც საჭირო იყო. როგორც ჩანს, ეს დრო მოახლოვდა, ამის მანიშნებელია ევროპარლამენტართა და აშშ–ს განცხადებები, ზელენსკის განცხადებაც ამის მანიშნებელია.

ჩემი ინფორმაციით, ზელენსკის აშშ–ში ვიზიტის დროს, დაიგეგმა ზელენსკის კიდევ ერთი ვიზიტი… კერძოდ, ახალი წლის შემდეგ, დაგეგმილია ზელენსკის მოულოდნელი ჩამოსვლა საქართველოში, ჩვენთვის მოულოდნელი, თორემ, ივანიშვილსა და ზურაბიშვილს კი ექნებათ ინფორმაცია წინასწარ. ამ ვიზიტის მთავარი მიზანი იქნება სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრა, შესაძლოა, ოცნების რომელიმე ლიდერსაც შეხვდეს, მაგრამ მას მთავარი სალაპარაკო სწორედ ზურაბიშვილთან აქვს, რადგან სწორედ მისთვის და ივანიშვილისთვის ჩამოიტანს გარკვეულ გარანტიებს. ევროპარლამენტის ფრანგი დეპუტატები უკვე ღიად ახსენებენ ივანიშვილსა და ზურაბიშვილს, რომ ისინი საფრანგეთის მოქალაქეებიც არიან და მოქალაქეობა უფლებებთან ერთად, მოვალეობებსა და პასუხიმსგებლობასაც ნიშნავს. საფრანგეთი ივანიშვილის ბოლო გასაქცევი ადგილია ევროპაში, შესაბამისად, მისთვის სულ ერთი არაა, საფრანგეთის მთავრობის პოზიცია. ჩემი ინფორმაციით, ზელენსკის ვიზიტისას, ერთობლივ პრესკონფერენციაზე გამოაცხადებს სალომე ზურაბიშვილი, რომ შეიწყალებს მიხეილ სააკაშვილს. გარანტიების შესახებ მოთხოვნები ივანიშვილს, ზურაბიშვილის პირით უკვე დაყენებული აქვს და ამ პასუხს ჩამოიტანს ზელენსკი პირადად ქვეყანაში.

მართალია, ევროპარლამენტის რეზოლუციის მერე, სადაც ივანიშვილის სანქცირებაზე იყო საუბარი, ივანიშვილი არ დასანქცირებულა, მაგრამ ეს არც იგეგმებოდა, ეს მხოლოდ შესაძებლობის ფანჯრის გაჩენა იყო, ინსტრუმენტი, ივანიშვილს რეალურად დაენახა საფრთხე და ამან იმუშავა. ევროპარლამენტის რეზოლუცია მხოლოდ რეკომენდაციაა, რომელიც გამზადებული სახით დევს და რა წამსაც საჭირო გახდება, მაშინ გაიზიარებენ და აამოქმედებენ ქვეყნები და ეს ჩვენზე კარგად უწყის ბიძინამ, ამიტომაც ახლა, სწორედ ამ რეზოლუციის შემდეგ, ის ყველაზე მეტადაა დაინტერესებული გარანტიებით.

აი, რას იზამს სააკაშვილი, გამოსვლის მერე, იტყვის რომ იმავე დღეს მიდის სხვა ქვეყანაში, თუ იტყვის, რომ მისთვის ფრენა არ შეიძლება და ქვეყანაში რომელიმე კლინიკაში უნდა იმკურნალოს? იტყვის, რომ მხოლოდ უცხოელ ექიმებს შეუძლიათ მისი დეტოქსიკაცია, თუ იტყვის, რომ ქართველი ექიმებიც შეძლებენ მისი ორგანიზმიდან იმ საწამლავის გამოდევნას, რომელ საწამლავზეც ამდენს საუბრობენ მისი ადვოკატები და ოჯახის წევრები? და თუ საქართველოშივე დაიწყებს მკურნალობას და საქარველოშივე გახდება უკეთ, მერე, რას აპირებს ოცნება?

ოცნებას ორივე შემთხვევაში ცუდად აქვს საქმე, წავა ქვეყნიდან სააკაშვილი, თუ დარჩება, ორივე შემთხვევაში ეს მისი ძალის დასუსტების ნიშანი იქნება, რადგან ციხიდან გამოსული სააკაშვილი აუცილებლად იტყვის, რომ ის პოლიტპატიმარია. ციხიდან გამოსული სააკაშვილი უკრაინულად კი აღარ ილაპარაკებს, იგი ყველა ენაზე იტყვის, რომ მას საქართველოს ხელისუფლება ციხეში წამლავდა. 2 კვირაზე მეტია, პირად შეტყობინეებში მწერენ, რომ მიშა დააჯერეს, თითქოს მორჩილებაში უნდა იყოს და თუ კარგად მოიქცევა და ოცნებისთვის კარგი ბიჭი იქნება და გაჩუმდება, მას შეიწყალებენ და ამისი სჯერა, ამიტომ ამბობს ქართულ პოლიტიკაზე უარსო. სინამდვილეში პირიქითაა ეგ ამბავი, მიშა არწმუნებს ოცნებას, რომ თუ შეიწყალებენ ან გამუშვებენ, არ ჩაერევა ქვეყნის პოლიტიკურ მოვლენებში და გაჩუმდება, მაგრამ მიშას რომც უნდოდეს გაჩუმება, იმის მერე, რა რეზოლუციებიც მიიღო მასზე ევროპარლამენტმა, იმის მერე რა განცხადებებიც აკეთეს მასზე უკრაინულმა, თუ ამერიკულმა მხარეებმა, იგი ვეღარ გაჩერდება.მიშას მთავარი ჰობი ადრენალინია და იმ ადრენალინზე, რომ იგი პოლიტპატიმრად და პუტინის ნომერ პირველ მტრად დაასახელებს, უარს ვერანაირად ვერ იტყვის… ამ დიდი სცენარის ნაწილი იყო, უკრაინულად მიმართვის მცდელობაც – აქაოდა, მართლა არ მაინტერესებს ქართული პოლიტიკაო. ამის ნიშანი იყო, გამოსული ხმები, მიშამ შემოთვალა, პოლიტიკური განცხადებები არ გვინდაო, მიშამ შემოგვითვალა დიდი აქცია არ გვინდა და ა.შ. და ა.შ. პრინციპში, ღიად თქვა ნიკა მელიამ, აქციებს გამიზნულად ვარიდებდით თავს და ჩვენი გეგმა იყო საერთაშორისო საზოგადოებები და სამართლებრიუვი გზებიო – რომელი სამართლებრივი გზები? წინასწარ იცოდა ვინმემ რომ მიშა ავად გახდებოდა მისთვის სასჯელის გადავადებას მოითხოვდნენ? რა სამართლებრივი გზები შეიძლებოდა სცოდნოდათ წინასწარ? რანაირად შეიძლებოდა წინასწარ სცოდნოდათ, რომ მიშა ცუდად გახდებოდა? მიშას ყოფილმა თანამებრძოლმა დაწერა, ასეც ვიცოდი, რომ მიშას რაღაცა გეგმა ჰქონდაო. ხო, ჯერჯერობით, მიშა ზის და მაინც მისი გეგმით მიდის პროცესები. უნდოდა – იშიმშილა, უნდოდა – შეწყვიტა, უნდოდა – გადაიყვანეს, უნდოდა – ისევ გადაიყვანეს. უნდოდა – შემოთვალა, არ გვინდა დიდი აქციები და პოლიტიკური განცხადებებიო და მოუნდება და იტყვის – აქციების დროა. სხვათა შორის, ნაციონალური მორაობიდან ბევრი აანონსებს ცხელ იანვარს და რამ შეიძლება გააცხელოს იანვარი?  ხო, ზელენსკის ჩამოსვლა მართლაც გააცხელებს თბილისს, ზელენსკის ჩამოსვლა და მიშას გათავისუფლება ნამდვილად მხურვალებას მოსდებს ქვეყანას და რას იზამს ციხიდან გამოსული მიშა და ვის გადაეხევა თავზე ფრანგული და ამერიკული გარანტიები, არავინ იცის. ამიტომაც, ჩემი ინფორმაციით, ივანიშვილმა ალტერნატივის ძიება დაიწყო, კერძოდ, ცოტა ხნის წინ იმყოფებოდა ერთ–ერთ იმ ქვეყანაში, რომელიც საერთაშორისო სანქციებს არ უერთდება და ეს ქვეყანა, ცხადია, არ არის რუსეთი, მეტიც, სხვა კონტინენტზეა. რუსეთში ფულის შოვნა იყო კარგი, თორემ იქ ცხოვრება, არანაირად არ უნდა არც მას და არც მის. იგი პირადად აწარმოებდა ამ ქვეყანაში მოლაპარაკებებს, სხვათა შორის, რამდენიმე წლის წინ ამ ქვეყნის მთავრობას, კარგა ბარაქიანად დაეხმარა პირადად და იმედი აქვს, თუ დასჭირდება, უარს არ ეტყვიან მიღებაზე.“
წყარო: ალია

👇მოიწონეთ სტატია👇

მსგავსი სტატიები

Back to top button