საზოგადოებასაკითხავი

ეს გულუხვი მილიონერი სამოთახიან ბინას გაჩუქებთ, იმ შემთხვევაში თუ მის ერთ პირობას დათანხმდებით

ცოტა ხსის წინ ცნობილმა ბრიტანულმა გამოცემამ საინტერესო სტატია გამოაქვეყნა, რომელშიც წარმატებული ბიზნესმენის საკმაოდ უცნაური გადაწყვეტილების შესახებ იყო მოთხობილი.
მანა, სანამ წარმატებული ბიზნესმენი გახდებოდა, 48 წლის მარკომ მძიმე ბავშვობა გაიარა.
მშობლების გარეშე დარჩენილი ბიჭუნა ხშირად შიმშილობდა, ძირითადად ღამეს ქუჩაში ათენებდა და იძულებული იყო, მოწყალება ეთხოვა, თუმცა სჯეროდა, რომ ოდესმე ბედი აუცილებლად გაუღიმებდა.

ახლა ის წარმატებული ბიზნესმენი, მილიონების მფლობელი და ბედნიერი ოჯახის მამაა, თუმცა სიღარიბეში გატარებული წლები კარგად ახსოვს. ის მუდმივად ეხმარება გაჭირვებაში მყოფ ადამიანებს.

მარკო თავისი ფულის მნიშვნელოვან ნაწილს ქველმოქმედებაში ხარჯავს და მზადაა, ნებისმიერ მსურველს სამოთახიანი, კეთილმოწყობილი ბინა აჩუქოს.

თუმცა ამისთივს მას აქვს მხოლოდ ერთი პირობა – ბინის მსურველი უსახლკარო უნდა იყოს და საცხოვრებლის შესაძენი ფული არ უნდა ჰქონდეს.

მარკოს თქმით, ის ცდილობს, მდიდარ ადამიანებს მაგალითი მისცეს და ქველმოქმედებისკენ უბიძგოს.

აქვე განგიმარტავთ, რომ მარკო ბრიტანელი ბიზნესმენია და მას გადაწყვეტილი აქვს დაეხმაროს ბრიტანეთში მცხოვრებს. ვიმედოვნებთ მისი გადაწყვეტილება სამაგალითო გახდება სხვა შეძლებული ადამიანებისთვის..

ასევე გირჩევთ

Back to top button