ახალი ამბები

მიხეილ სააკაშვილმა გაიარა ისეთი განსაწმენდელი, ამ ქვეყანაში ზვიად გამსახურდიას მერე არავის რომ არ გაუვლია – ნიკა გვარამია

მიხეილ სააკაშვილი აქ ჩამოვიდა არა იმიტომ, რომ გაესუფთავებინა საკუთარი თავი, არამედ იმიტომ რომ ამ ქვეყანაში რეალობა შეიცვალოს და ქვეყანა გადარჩეს – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის უფლებადსამცველმა ნიკა გვარამიამ გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა.


“ძალიან ცუდი საყურებელია სახის დაკარგვა იმგვარად, რომ ადამიანის წამების შემთხვევაზე კომენტარი გააკეთო, რომ თურმე აქცენტი გადააქვს თავის თავზე, იმით რომ თავს აწამებინებს ბიძინა ივანიშვილს.
როცა მიხეილ სააკაშვილი კონსოლიდაციისთვის, თურმე ის უნდა გამოჩნდეს და უნდა აწამონ და როცა ვიღაც ჩათვლის, რომ საჭირო აღარ არის, უნდა გაიწიოს. მიხეილ სააკაშვილი იბრძვის საკუთარი ქვეყნის გადასარჩენად, იმ ხერხებით და გზებით, რომელიც მას დატოვებული აქვს ამ ხელისუფლების მიერ და რომელსაც ძალიან ბევრი ვერაფრით ვერ შევუდგებოდით და ასე ღირსეულად, გამბედავად და სწორად ვერ მოვიქცეოდით. დავუტოვოთ მას საკუთარი არჩევანი, როგორ იბრძოლოს ქვეყნისთვის, და ასევე საკუთარი უფლებების დასაცავად.
სააკაშვილმა პირადი ამოცანა დიდი ხანია, შეასრულა, გაიარა ისეთი განსაწმენდელი, ამ ქვეყანაში არავის რომ არ გაუვლია ზვიად გამსახურდიას მერე. დღეს ის ჩემ თვალში გაცილებით მაღლაა, ვიდრე ვარდების რევოლუციის დროს იყო, ემოციური და მორალური ომი მას უკვე მოგებული აქვს. მაგრამ ის აქ ჩამოვიდა იმიტომ, რომ ამ ქვეყანაში რეალობა შეიცვალოს და ქვეყანა გადარჩეს, ეს ამოცანა, მისი აზრით, ჯერჯერობით მიღწეული არ არის, თუმცა მიაჩნია, რომ შეთანხმებული, მკაფიო და თანმიმდევრული ქმედებების პირობებში ეს შესრულებადია”, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.მიხეილ სააკაშვილმა

ასევე გირჩევთ

Back to top button