ახალი ამბები

„სულაც არ გამიკვირდება ფსიქიურად აშლილის როლს თამაშობდეს,ოღონდ მალე გააღწიოს ქვეყნიდან“ – ირინა გოგოსაშვილი

სულაც არ გამიკვირდება სააკაშვილი ფსიქიურად აშლილის როლს თამაშობდეს,ოღონდ მალე გააღწიოს ქვეყნიდან – ამ ვერსიის შესახებ ჟურნალისტი ირინა გოგოსაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„სააკაშვილს აკლია ჰიგიენის ნივთებიო, ასე თქვა ლომჯარიამაც და გუშინ მითხრეს,მიშა ისეთ დღეშიატუალეტის ქაღალდს ჭამს, ხევს, აგუნდავებს და პალატაში ფეხბურთს თამაშობსო……სულაც არ გამიკვირდება ფსიქიურად აშლილის როლს თამაშობდეს,ოღონდ მალე გააღწიოს ქვეყნიდან….არადა ყველაფერი მაქეთ მიჰყავს ქოცებსაც და ნაცებსაც“ – წერს ირინა გოგოსაშვილი. ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, ნიკა გვარამიას თქმით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი გორის სამხედრო ჰოსპიტალში ცენტრ “ემპათიას” ექსპერტების შესვლას მოითხოვს. მისივე განმარტებით, ცენტრ “ემპათიას” ექსპერტებს შორის არიან ნევროლოგები და ფსიქოლოგები და ახლა მისთვის ამ კუთხით მკურნალობა მნიშვნელოვანია.
წყარო: alia. ge

ასევე გირჩევთ

Back to top button