ახალი ამბები

უკრაინიდან საქართველოში მებრძოლთა ჯგუფები არიან შემოსულები, მათ სურთ, ქვეყანაში მეორე მაიდანი განახორციელონ – ტრისტან წითელაშვილი

სამხედრო საკითხების ექსპერტის, ტრისტან წითელაშვილის განცხადებით, უკრაინიდან საქართველოში შემოსულები არიან მებრძოლთა ჯგუფები, რომელთა მიზანიც ქვეყანაში არეულობის მოწყობაა. ამის შესახებ წითელაშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში სტუმრობისას ისაუბრა.

„მინდა, საქართველოში შექმნილ პოლიტიკურ ვითარებას გამოვეხმაურო. ე.წ. პოლიტიკური ძალა, „ნაციონალური მოძრაობა“ პირდაპირ მომართულია იმისათვის, რომ საქართველოში არეულობა შექმნას, დესტაბილიზაცია მოახდინოს და, ამ ფონზე, ხელში ძალაუფლება აიღოს. „ნაციონალური მოძრაობა“ დესტრუქციული ძალაა, რომელიც ყოველთვის არეულობაზეა ორიენტირებული და მშვიდობიანი პოლიტიკური მიმართულება არ გააჩნია. ისინი არეულობისთვის დიდხანს ემზადებოდნენ, არჩევნებამდე ავრცელებდნენ ინფორმაციას, რომ, თითქოს, არჩევნები გაყალბდებოდა. ისინი უკრაინიდან მებრძოლთა ჯგუფების შემოყვანას ეტაპობრივად ახდენდნენ, რათა არეულობისთვის გამოეყენებინათ და საქართველოში რევოლუციური ფონი შეექმნათ.
რამდენიმე ხნის წინ საქართველოს აეროპორტიდან პაშა კაშჩუკის ხელმძღვანელობით ჯგუფი გააბრუნეს. ეს იყო 6-კაციანი ჯგუფი, უკრაინის მოქალაქეები, რომლებიც უკრაინაში გამართულ თითქმის ყველა საბრძოლო მოქმედებაში მონაწილეობდნენ. პაშა კაშჩუკი არის ერთ-ერთი ძირითადი ფიგურა, ინსტრუქტორი, რომელიც უკრაინაში სნაიპერთა ჯგუფებს ამზადებდა. ამავდროულად, მან უკარაინაში „ქართული ლეგიონის – მგლების“ სნაიპერები მოამზადა. სწორედ ეს ჯგუფი იყო უკრაინაიდან საქართველოში მობილიზებული, რომ ქვეყანაში არეულობა მოეხდინათ. ასევე, საქართველოში დღეს უკვე იმყოფება რამდენიმე ჯგუფი, ეტაპობრივად, ადრე შემოსულები, „ქართული ლეგიონი- მგლების“ წარმომადგენლები, მათ შორის, ჩამოსულია მამუკა მამულაშვილი. ისინი ღიად აცხადებენ, რომ მზად არიან, ქვეყანაში რევოლუცია მოახდინონ. ეს ჯგუფები არიან მომზადებულები, რომ გარკვეული აქციების დროს ან მათთვის ხელსაყრელი სიტუაციის დროს ამა თუ იმ ადამიანის ლიკვიდაცია მოახდინონ და შემდეგ ხელი ხელისუფლებისკენ გაიშვირონ. თუ
„ნაციონალური მოძრაობა“ ხალხის მასიურ მობილიზაციას მოახდენს, სადღაც 100 000 კაცამდე, ამ შემთხვევაში, ეს ჯგუფები იმოქმედებენ. ამას წინასწარ აცხადებენ, მათ სურთ, საქართველოში მეორე მაიდანი განახორციელონ. კარგად ვიცით, რა მოხდა მაიდანზე, როგორ მოახდინეს მშვიდობიანი მომიტინგეების ლიკვიდაცია და ამის ფონზე ოპოზიციურმა ძალამ სამთავრობო სტრუქტურები დაიკავა.
მინდა, მოვუწოდო ადამიანებს, რომლებიც 20-30-50 ლარად მიტინგებზე მიდიან და სააკაშვილის ბინძურ პოლიტიკას უჭერენ მხარს, არ მივიდნენ აქციებზე. ეს ჯგუფები, როგორც კი საშუალება მიეცემათ, არავის დაზოგავენ. მოერიდეთ „ნაციონალური მოძრობის“ დაორგანიზებულ აქციებს“, – განაცხადა წითელაშვილმა.
წყარო: alia. ge

ასევე გირჩევთ

Back to top button