ახალი ამბები
ქუთაისში სამ სხვადასხვა საფლავში ჩამარხული ცოცხალი ადამიანების ფოტოები და ბოქლომები იპოვეს
ქუთაისში, “მწვანე ყვავილას” პანთეონში, სამ სხვადასხვა საფლავში ჩამარხული ცოცხალი ადამიანების ფოტოები და ბოქლომები იპოვეს.
სურათები და ბოქლომები მას შემდეგ იპოვეს, რაც ერთ-ერთ სასაფლაოზე გარდაცვლილის ოჯახმა შეამჩნია, რომ მიწა უსწორმასწოროდ იყო, რის შემდეგაც საფლავში 20-მდე ადამიანის ფოტოები და ბოქლომები ნახეს.
ფოტოებზე გამოსახული ადამიანები ქუთაისში ცნობილი პირები არიან. ვინ ან რა მიზნით დამარხა სურათები, უცნობია.