ახალი ამბები

“მოკლედ, საცოდაობა იყო… კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ…”

“მოკლედ, საცოდაობა იყო… კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ……….”
“რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი “ფეისბუქის” პირად გვერდზე ექს-პრეზიდენტის მიერ სასამართლო პროცესზე წარმოთქმული სიტყვა შეაფასა და დაწერა, რომ “მიშამ კლასი დაკარგა”.

“მიშას თურმე დღემდე ჰგონია, რომ 2007 წ. შემოდგომის მასშტაბურ აქციებს პუტინის დაგეგმილად, პატარკაციშვილის მოწყობილად თუ გამოაცხადებს კვლავ, ამით გამოძვრება. ეს არც წესიერი და არც ჭკვიანური არ არის. მეტს ჯერ არ ვიტყვი. ვწუხვარ, რომ მიშამ კლასი დაკარგა”, – წერს ბერძენიშვილი.

დავით ბერძენიშვილის მოსაზრებას, პოლიტოლოგი ლევან ლორთქიფანიძე ეხმაურება და “ფეისბუქის” პირად გვერდზე წერს:

“არც არასდროს ჰქონია…  დანარჩენ სულისკვეთებას ვიზიარებ.

უკლასობა, ნულოვანი აკადემიზმი, განდიდების მანია, აშშ-ის პრეზიდენტების ვიზიტებით გაზომილი პროგრესი, არანაირი მომავლის ხედვა და განახლების რესურსი, არანაირი სინანული, მოწმედ მოყვანილი გარდაცვლილი ადამიანები, ტყუილები.

მოკლედ, საცოდაობა იყო… კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ დიდი უბედურების შედეგად არეულობის გამოწვევის გარდა, სხვა პერსპექტივა ამ ეტაპზე არ აქვთ, არც ლიდერს და არც მის მიმდევრებს.”, – წერს ლორთქიფანიძე სოციალურ ქსელში.

ასევე გირჩევთ

Back to top button