ახალი ამბები

“ბავშვებს აკეთებს ტიპი პატიმრობაში, არადა იძახიან, რომ..”, – ლიზა იასკოსა და სააკაშვილის შვილის დაბადებას ნინო ლაბარტყავა ეხმაურება

ჟურნალისტი, ნინო ლაბარტყავა სოციალურ ქსელში წერს, რომ მსჯავრდებულ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილსა და ლიზა იასკოს შვილი შეეძინათ.

“ლიზა იასკოს და მიშას შვილი შეძენიათ – ჟასმინ იასკო.
რავი, მიშას და მაგის შანტრაბას რო კითხო, დაკავების მომენტიდან წამებაში ხდიან სულს
არადა, ბავშვებს აკეთებს ტიპი პატიმრობაში”, – წერს ლაბარტყავა.

ცნობისთვის, “ტვ იმედმა” გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტს შვილი შეეძინა. ამასთან, თავად მიხეილ სააკაშვილს ინფორმაცია არ დაუდასტურებია.
წყარო: tia. ge

მსგავსი სტატიები

Back to top button