ახალი ამბები

“უკრაინის პრემიერ-მინისტრი არ უნდა ხვდებოდეს ირაკლი ღარიბაშვილს” – გორდონი

უკრაინელი ჟურნალისტი დიმიტრი გორდონი, უკრაინულ მედიასთან, უკრაინის პრემიერ-მინისტრს აკრიტიკებს საქართველოს პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილთან შეხვედრის გამო და ამბობს, რომ იგი საერთო არ უნდა შეხვედროდა ღარიბაშვილს.

დიმიტრი გორდონი:

“მიხეილ სააკაშვილი ნამდვილი გმირია. თქვენ თავს უნდა დაუსვათ კითხვა – ჩვენ შეგვეძლო, ჩავსულიყავით საქართველოში, რომ გვცოდნოდა, რომ დაგვაპატიმრებენ, ჩაგვსვამენ, დაგვცინებენ? ეკონომიკურ ფორუმზე, მიხეილ სააკაშვილს, რომელმაც თქვა, რომ საქართველოში აპირებდა წასვლას, ვკითხეთ – ხომ შეიძლება იქ დაგაპატიმრონ?  მან გვიპასუხა – შეიძლება მომკლან კიდეც, მაგრამ მე რევოლუციონერი ვარ. ადამიანი, რომელსაც შეგნებული ჰქონდა, რომ შეიძლებოდა რაღაც ცუდი დამართნოდა, მაინც წავიდა საქართველოში.

ძალიან სამწუხაროა, რომ უკრაინის პრემიერ-მინისტრი ხვდება საქართველოს პრემიერ-მინისტრს და…

სამწუხაროა, საერთოდ რომ ხვდება ადამიანს, რომელმაც სააკაშვილზე თქვა, რომ ყველა ადამიანს აქვს თვითმკვლელობის უფლება. უკრაინის პრემიერ-მინისტრი არ უნდა ხვდებოდეს მას (ირაკლი ღარიბაშვილს) და აქ საუბარი არ არის საქართველოს პატივისცემასა ან უპატივცემულობაზე, საუბარია იმ ადამიანის უპატივცემულობაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრის პოსტზე მყოფი, ისეთი განცხადებებს აკეთებს.”

იგივე გადაცემაში, უკრაინის პრემიერ-მინისტრი გააკრიტიკეს იმის გამო, რომ მან ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრისას სააკაშვილზე არც კი ისაუბრა.

ასევე გირჩევთ

Back to top button