7 მოვლენა, რომელზეც მეცნიერები დღემდე ვერ გვპასუხობენ!
დედამიწაზე მომხდარ მოვლენებს ისევ არ აქვს პასუხი. ზოგი ამოუხსნელი მოვლენიდან საუკუნეზე მეტი გავიდა, თუმცა პასუხები ისევ არ გვაქვს! როდის მივიღებთ პასუხებს? – ალბათ არასდროს. ფაქტია, რომ კაცობრიობის ისტორიას ეს მოვლენები არ ავიწყდება და ყოველთვის პასუხების მოლოდინში არიან. buzzfeed-მა ეს მოვლენები გააერთიანა და ჩვენი დღევანდელი სტატიის საშუალებით შეძლებთ თქვენც, კიდევ ერთხელ თვალი გადაავლოთ.
1 – დოოდლერი (სიკვდილი)
1970 – იან წლებში სერიული მკვლელობა ძალიან იყო გახშირებული. ზოდიაქოს მკვლელი, Hillside Stranglers, Golden State-ის მკვლელი და ა.შ, ამ სიას უერთდება დოოდლერიც. ეს უკანასკნელი მსხვერპლის მოკვლამდე, მის ტანზე უცნაურ ფიგურებს ხაზავდა, აქედან გამომდინარე, სერიულ მკვლელს დოოდლერი შერაქვეს (სიკვდილი ნაკაწრებით). მან სან-ფრანცისკოს გეი კლუბიდან აარჩია 14 მამაკაცი, რომლებიც სასტიკად აწამა და შემდეგ მოკლა! დოოდლერის დაკავება ვერ შეძლეს, ვერც მეცნიერებმა ამოხსნეს მისი საიდუმლო, თუ რატომ ხაზავდა მსხვერლის სხეულზე ნახაზებს.
2. ფლანის კუნძული
მოვლენა 1900 წელს ფლანის კუნძულზე მდებარე შუქურასთან განვითარდა. გემის კაპიტანმა, რომელსაც შუქურასთან ახლოს ჰქონდა გეზი აღებული, რაღაც უჩვეულო შენიშნა. კონტროლის მიზნით, შუქურის თანამშრომელბის შემოწმება გადაწყვიტა. თუმცა ისინი არსად ჩანდნენ, ვერც მათ ცხედრებს მიაგნეს. მხოლოდ და მხოლოდ შეტყობინებები ნახეს შუქურასთან – ტომას მარშალი: “აქამდე ასეთი ქარიშხალი არასოდეს მინახავს, რა ხდება? ესენი ვინ არიან?”; – ჯეიმს დუკატი: “მგონი, ეს ჩვენი სიცოცხლის ბოლო წამებია”; -უილიამ მაკარტური: “იმიტომ ვტირივარ, რომ სხვა გამოსავალი აღარ დამრჩა, იქნებ შემინდონ!”
მეცნიერებმა ამ მოვლენის ახსნა დღემდე ვერ მოახერხეს!
3. დილატოვის უღელტეხილის მოვლენა
10 რუსი მთამსვლელი, საიდუმლო ვითარებაში, ერთ ღამეში დაიღუპა. ადგილობრივები, მანსები მთას “სიკვდილის მთას” უწოდებდნენ. ამ მოვლენის შესახებ ათობით კომპლო თეორია იქნა წარდგენილი, თუმცა ჭეშმარიტი პასუხი დღემდე არავინ იცის, რადგან გარდაცვლილი მთამსვლელებიდან ზოგს ენა ჰქონდა ამოგლეჯილი, ზოგს კიდევ სხეულზე მრავლობითი სასიკვდილო ჭრილობები. მთაზე ჯერ-ჯერობით ფართომასშტაბიანი კვლევა არ ჩატარებულა!
4. აბიგაილ ვილიამსის და ლიბერთი ჯერმეინის სიკვდილი
2017 წლის 13 თებერვალს, აბიგაილ ვილიამსი და ლიბერთი ჯერმეინი ინდიანას შტატში სასეირნოდ გაემგზავრნენ. მეორე დღეს ორივე ახალგაზრდა, ტყიან რეგიონში მკვდარი იპოვეს. მეცნიერები მოვლენას დღემდე ვერ ხსნიან. ცნობილია მხოლოდ ის ფაქტი, რომ მათი მკვლელი ადამიანია.
5. გარი მათიასის გაუჩინარება
1978 წლის თებერვალში, თოვლიან ამინდში გარი მათიასი და მისი 4 მეგობარი კალათბურთის მატჩს დაესწრნენ. თამაშის დასრულების შემდეგ ისინი გაჩერდნენ ერთ-ერთ ჯიხურთან…. ეს იყო უკანასკნელი ინფორმაცია მათ შესახებ. თვეების განმავლობაში ეძებდნენ ახალგაზრდებს, რომლებიც მათი ავტომობილიდან 32 კილომეტრის მოშორებით გარდაცვლილი იპოვეს. მიუხედავად ბევრი წვალებისა, გარი მათიასის სხეულის აღმოჩენა ვერანაირად ვერ მოახერხეს. დღემდე მოვლენა ამოუხსნელია და გარი მათიასიც რა თქმა უნდა, აღარავის უნახავს.
6. ხორცის წვიმა კენტუკიში
1876 წელს, გაზაფხულის თბილ შუადღეზე, კენტუკის შტატის მოქალაქეები უცნაური მოვლენის მომსწრენი გახდნენ. ციდან ხორცის ნაჭრები ცვიოდა, რამოდენიმე მოქალაქემ გასინჯვა გაბედა და მათი აზრით, ეს ცხვრის ან საქონლის ხორცი უნდა ყოფილიყო. მოვლენასთან დაკავშირებით ძალიან ბევრი თეორია იქნა წარმოდგენილი, თუმცა ხელჩასაჭიდი პასუხი მეცნიერებმა ვერ გაგვცეს. ეს მოვლენაც იმ სიაში შედის, რომელსაც მეცნიერები საუკუნეზე მეტია, ვერ პასუხობენ.
7. გრიმების სიკვდილი
ბარბარა და პატრიცია სახლში ბრუნდებოდნენ მაშინ, როდესაც უცნობმა პირმა ისინი მოკლა. ამ მოვლენას უცნაურს ხდის ის ფაქტი, რომ იმ ავბედით საღამოს გოგონები ნაცნობებმა ნახეს ქუჩაში, ცოცხლები და უვნებლები. მკვლელი ვერ იპოვეს, თუმცა მეცნიერები ვერ ხსნიან იმ ფაქტს, თუ როგორ დაინახეს ადამიანებმა დები, როცა ისინი უკვე მკვდრები იყვნენ.