საზოგადოება

გოგონამ ქუჩაში სეირნობისას ერთ მოხეტიალეს, რომელიც უსახლკარო ეგონა, საკუთარი პიცა მისცა, თუმცა წარმოდგენაც კი არ ჰქონდა თუ ვინ იყო ის სინამდვილეში

ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში ეს წარმოუდგენლად საოცარი ისტორია ვირუსულად გავრცელდა. ამ ამბის შესახებ უამრავმა გამოცემამ დაწერა და სოციალურ ქსელშიც ათიათასობით გაზიარება მოჰყვა..
ერთმა ტურისტმა “მოხეტიალეს”, რომელიც უსახლკარო ეგონა თავისი პიცა მისცა, მაგრამ წარმოდგენა არ ჰქონდა რეალურად ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო ის..

ფრანგი კარინ გომბო, ნიუ-იორკში სეირნობის დროს ამერიკელი მსახიობი რიჩარდ გირი ვერ იცნო, ეგონა უსახლკარო მოხეტიალე და ამის გამო შესთავაზა მას თავისი “პიცის ნაჭერი”…

როგორც თვითონ ტურისტი ყვება, ის სეირნობდა თავის მეუღლესთან და 15 წლის შვილთან ერთად, როდესაც დაინახა ადამიანი, რომელიც “ნაგვის ყუთში” იქექებოდა.

ერთი შეხედვით უსახლკაროს გავდა. ამის გამო კარინი მივიდა მსახიობთან და შესთავაზა პიცა, რომელიც შემორჩათ “რესტორნიდან”.

<მან იკითხა: “რა არის პარკში?” მე შევეცადე მეპასუხა მისთვის ინგლისურად, მაგრამ გამოვიდა, რომ ნახევარი წინადადება ფრანგულად წარმოვთქვი. მე ვუთხარი: “მაპატიეთ, მაგრამ პიცა ცივია”. მან მიპასუხა: “დიდი მადლობა, გფარავდეთ ღმერთი”> – ყვება გომბო.

კარინ გომბომ არ იცოდა თუ ვის შეხვდა ნიუ-იორკის ქუჩაში, იქამდე სანამ 2 დღის შემდეგ სასტუმროს თანამშრომელმა არ აჩვენა მას ფოტოები გაზეთში, სადაც ის მსახიობ რიჩარდ გირთან ერთად იყო გამოსახული.

საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ კარინ გომბო შემთხვევით მოხვდა ფილმის “«С незапамятных времен»” გადაღების ადგილას. სადაც გირი მთავარ როლშია. თუმცა რიჩარდ გირისთვის ეს მომენტი რჩება, როგორც ერთ-ერთი უბრალო ადამიანური სიკეთე..

ასევე გირჩევთ

Back to top button