ახალი ამბები

„ეს ბოლო საფეხურია, რომელიც ძალიან მალე ჩამთავრდება, ქართველებო… მოდის მესამე ძალა, ძლიერი პიროვნება“ – ლელა კაკულია

„გიორგი ბრწყინვალესთან“ დაკავშირებით, სოციალურ ქსელში ლელა კაკულიას წინასწარმეტყველება ვრცელდება, რომელიც მის ოფიციალურ გვერდზეა გამოქვეყნებული. 
„მეგობრებო, გამომდინარე იქიდან, რომ ზოგი უკვე მოქმედი პოლიტიკოსისა თუ პოლიტიკაში ჩართვის მსურველთა მხრიდან კვლავაც გრძელდება „გიორგი ბრწყინვალის“ თემით სპეკულირება, გვსურს შეგახსენოთ იმ წინასწარმეტყველებათა ნაწილი, რომლებიც სწორედ „გიორგი ბრწყინვალის“ შესახებ აქვს წარმოთქმული და გამოქვეყნებული ლელა კაკულიას.

მავანთ გვსურს მოვუწოდოთ, კარგად ჩახედონ ჩანაწერებს, გულდასმით გაიაზრონ საქართველოს მომავალი მმართველის ნიშან-თვისებები, მისი გარეგნული აღწერილობა თუ პიროვნული მახასიათებლები, მისი ცოდნა-განათლების მაჩვენებლები და მხოლოდ შემდეგღა გამოთქვან ამბიციები „გიორგი ბრწყინვალეობაზე“.
მოგიწოდებთ ყველას, ვისაც ასეთი ამბიცია აწუხებს: ნუ შეეცდებით მოირგოთ „გიორგი ბრწყინვალის“ ტიტული — ეს სრულიად ფუჭი და ამაო მცდელობაა!

მით უმეტეს, რომ როგორც სულ რამდენიმე წუთის წინ დაგვიდასტურა ქალბატონმა ლელამ, „გიორგი ბრწყინვალე“ ჯერ არ არის საქართველოში და ჯერ არ სწვევია ქართველ წინასწარმეტყველს — რაც, წინასწარმეტყველების მიხედვით, მისი პირველი ნაბიჯი უნდა იყოს!!!

1994 წელი, 19 მარტი, საღამოს 9 საათი

მოდის მესამე ძალა, ძლიერი პიროვნება, განსაკუთრებით ძლიერია მეცნიერული ხაზით, იცის, რას ნიშნავს კოსმიური ენერგიების ძალა, რა არის წინასწარმეტყველება!!!
მოდის პერიოდი, როცა ასეთი ძალების დახმარებით ქვეყნები უნდა გადარჩნენ. სხვანაირად არც იქნება. მას დავითის ვარსკვლავი დანათის. ეს ნიშნავს დავითის სიბრძნეს. იგი დიდ პატივს სცემს მას. ეს ახალი პარტიაა, რომელიც ჩამოყალიბდება მომავალში. ამ პარტიაში ბევრი მეცნიერი იქნება გაერთიანებული. ჩამოყალიბდება ერთიანი ჭკვიანი გონი, რომელიც დაეუფლება უზარმაზარ ენერგიას.
დრო?

ყველა ტელევიზია თუ რადიო ერთი პერიოდი ამ პარტიაზე ილაპარაკებს. ისინი მოედებიან საზღვარგარეთს, დიდი სიმპატიებს იმსახურებენ, ნელ-ნელა მოიკრებენ ძალას და ყოველგვარი პროპაგანდის გარეშე იკავებენ პირველ ადგილს მთავრობაში.

მისი სახელი ისევ „გიორგია“. უკვე გიორგი III. საინტერესოა არა? ანუ „გიორგი ბრწყინვალე“ (თვალების სისუსტე, სათვალეებს ვხედავ, ოპერაცია გაუკეთდა მუცლის არეზე, გული სუსტია, ნერვოზული ფორმაც იხსნება, მაგრამ ჩვენი დაცვის წყალობით ყველანაირი რთული ფორმა აცდება ყველა სფეროში). იგი ბრწყინვალე გამომგონებელია, ძალზე ნიჭიერია, ოღონდ ყოველთვის განიცდის ენერგიის ნაკლებობას. ეს საშიშია.
ორი ბავშვი ჰყავს — გოგონა და ბიჭი.

…და მოდის „მეცნიერთა პარტია“. ტვინი საქართველოსი იწყებს სუნთქვასა და აზროვნებას, გაყინული ტვინი იწყებს ლღობას და იბადება ახალი, ერთიანი საქართველო.
არავინ არ უშვებს შეცდომას. აქ ჩვენი ენერგიის როლი უმნიშვნელოვანესია. ეს თვითონაც იცის და ამით მოიგებს კიდეც.

დღეს ეს წინასწარმეტყველება უცხო და ბუნდოვანია ყველასთვის, მაგრამ ეს ყველაფერი რეალობაა.

1994 წელი, 24 აპრილი

„გიორგი ბრწყინვალის“ დროს მაფია მომძლავრებული იქნება საქართველოში. მაფია ეკონომიკას და სხვა ყველაფერს იგდებს ხელში. ამ პერიოდში საქართველოს, ვხედავ, ძალიან გაუჭირდება, მაგრამ „გიორგი ბრწყინვალე“ დაუნდობელ ბრძოლას გამოუცხადებს მათ და გაიმარჯვებს კიდეც.
იმ დროს არავინ არაფერს მოერიდება.

„გიორგი ბრწყინვალე“ ბევრ რთულ მომენტს გაივლის, მაგრამ იგი მყარი, საოცრად ძლიერი ნებისყოფის კაცია, ამიტომ იმარჯვებს. განსაკუთრებით დიდი მიღწევები ექნება საზღვარგარეთ – შევარდნაძესაც კი გაუსწრებს.
ეს კაცი ძალიან მძიმე გზას გაივლის, ტერორებს აღმოფხვრის და ძალზედ ძლიერ ორ მაფიურ დაჯგუფებას გაანადგურებს.

1995 წელი, 2 ნოემბერი, დილის 10 საათი

„გიორგი ბრწყინვალის“ მოღვაწეობის პერიოდი ხანგრძლივია. იგი არ გახლავთ იმათ შორის, ვინც დღეს – 1995 წლის 5 ნოემბერს, იყრიან კენჭს პრეზიდენტობაზე.
ასრულდება ყველა წინასწარმეტყველება, დაწერილი 1992 წლიდან დღემდე და მას შემდეგაც.
2005 წელი, 5 აპრილი

საქართველო ერთიანდება, საქართველო მშვიდდება, მოდის „გიორგი ბრწყინვალე“. დგება დრო განკითხვისა და ყოველი განიკითხება მათი საქმიანობიდან გამომდინარე; და გაბრწყინდება საქართველო, განიწმინდება!
თავისუფალო საქართველოვ, თავისუფლებას, ვხედავ, გვანიჭებს მამა ღმერთი და არა კაცნი!

2005 წელი, 14 მაისი

10 აპრილს ქუთაისში ვიყავი, გელათში. ვიხილე ვიხილე დავით აღმაშენებელის განრისხებული სახე და აი, რა მოვისმინე:

„ჩემი სახელით მოქმედებისათვის სასტიკად დავსჯი. მათი ქმედება არაფერსა ჰგავს. სომეხნი, თურქნი, ოსმალო და სხვა არაკაცნი ვერ იბოგინებენ ჩემს ქვეყანაში. მალე ყველაფერი შეიცვლება საქართველოში. მალე მიხილავს მე – მეფე დავითს, ქართველი ერი „გიორგი ბრწყინვალის“ სახით, გვერდს დამიმშვენებს ანგელოზი ცით მოფრენილი. ცისფერ თვალთაგან ენერგია იზიდავს ყოველს და მისი სიბრძნე მზის სხივებივით იფრქვევა ყველგან. დიდი ძალა აქვს ანგელოზს – ზოგისთვის ხილული (ანუ რჩეულთათვის) და ბევრისთვის კი უხილავი, მიუწვდომელი. და ვინც რჩეულთა შორის რჩეულია, ანგელოზი ფრთისქვეშ იფარავს. ამინ!“
როცა მოისმენენ წინასწარმეტყველებას, ყველა გაოცდება.
მოდის ახალი პრეზიდენტი, ახალი მთავრობა. პრეზიდენტი აუცილებლად გამოიყენებს †ლელა† კაკულიას ენერგიებს, წინასწარმეტყველებებს. მან იცის †ლელას† ფასი. ამინ!

2006 წელი, 9 დეკემბერი

…დიდია უფლის წყალობა საქართველოს მიმართ და ვხედავ, რომ მალე საქართველოს გაასუფთავებს კრავის ტყავში გახვეული ეშმაკებისგან. ამინ! დიდება უფალს!
მოდიან, მოდიან მეცნიერები, მხოლოდ მეცნიერები! მოდის ჩემი მეგობარი „გიორგი ბრწყინვალე“ და გადაივლის იგი სიშავე საქართველოსგან.

2007 წელი, 2 ოქტომბერი

მოდიან მეცნიერები, მოდის „გიორგი ბრწყინვალე“ და ჩამოწვება, ვხედავ, საქართველოს თავზე დიდი სინათლე. ამინ!

2008 წელი, 2 თებერვალი.

„გიორგი ბრწყინვალე“ ჩემი მეგობარია. მან იცის, რა ძალა დევს წინასწარმეტყველებაში, იცის კოსმიური ენერგიის სიმძლავრე და ბევრი სხვა რამაც.

ყოველივე ძალიან ახლოსაა, მაგრამ დღეს არავინაა პოლიტიკაში „გიორგი ბრწყინვალე“. იგი მოულოდნელად ჩნდება არენაზე და ხალხი მას გაჰყვება. აი, ნახავთ!

2008 წელი, 5 თებერვალი

„გიორგი ბრწყინვალე“ სულ სხვა გზით მოდის პოლიტიკაში. იგი დღეს აქ არ არის. იგი ჩემი მეგობარია, სწამს წინასწარმეტყველებებისა და ელოდება თავის დროს. ყველაფერი ასრულდება ასი პროცენტით.

2008 წელი, 30 მარტი
დღევანდელ პოლიტიკაში არ არიან ის მეცნიერები, ვისაც დიდი ხანია ვხედავ, არც „გიორგი ბრწყინვალეა“. არც შეიძლებოდა, ისინი ამ პოლიტიკოსებისგან წამოსულიყვნენ.

2008 წელი, 18 ივნისი

მინდა ვუთხრა ჩემს ქართველებს, რომ არც პარლამენტში და არც მის გარეთ დღეს არავინაა „გიორგი ბრწყინვალე“. იგი მოულოდნელად მოგვევლინება. ბევრს სურს, „გიორგი ბრწყინვალე“ იყოს, მაგრამ არაფერი გამოგივათ, ბატონებო. ამ თემით ნუ ივაჭრებთ, სჯობს. ყველაფერს თავისი დრო აქვს და რაც მთავარია: ვერცერთი თქვენგანი ვერ იქნება „გიორგი ბრწყინვალე“. ასეთ თამაშებს და სიცრუეს უფალი არ დაუშვებს.
მოვა დრო და ყველაფერი თავის ადგილზე დაეწყობა ჩემი საყვარელი საქართველოს სასარგებლოდ და გადასარჩენად. ყველა დაინახავს, ვინ ვინ არის. დღეს მხოლოდ პროცესის დასაწყისია, ნიღბები კიდევ ბევრს აეხდება. ფრთხილად! ხალხი ბრძენია, ვერ მოატყუებთ!

2008 წელი, 3 ნოემბერი

ჩემი ქვეყანა მალე დასუფთავდება, რადგან უფლის საცერი ისევ იცრება და რჩეულნი, მართლა ქვეყნის ღირსეული შვილები დარჩებიან და მომავალშიც ახალი, ჯანსაღი, მოაზროვნე ტვინები მოდიან.
მეცნიერთა პარტია და „გიორგი ბრწყინვალე“ — ეს არის საქართველოს გადარჩენა, ეს არის ახალი საქართველო ჩემი ქართველებით!

2008 წელი, 4 დეკემბერი

მოდის ის მთავრობა, რომელიც ჩემს ხალხს წაადგება, მოდიან ის „მეცნიერები“, ვინც საქართველოს პოლიტიკას მყარად დააყენებენ ფეხზე და მოდის ბრძენი „გიორგი ბრწყინვალე“, ვინც ომს უსისხლოდ მოიგებს!

2008 წელი, 29 დეკემბერი

მოდიან მეცნიერები და უფალი მათ კარს უღებს ქართულ პოლიტიკაში. მოდის „გიორგი ბრწყინვალე“ და ფრთხილად, შადიმანებო, რკინის ხელს ვერ გაექცევით! იგი არ მოგცემთ ბინძური პოლიტიკური თამაშის გაგრძელების საშუალებას, დარტყმას მოგაყენებთ.
„გიორგი ბრწყინვალე“ განსაკუთრებით ვერ იტანს მლიქვნელებს. იგი ძალიან ძლიერი და ჭკვიანი მმართველია. „აკეთე საქართველოსთვის კარგი, აშენე და მოუარე შენს ხალხს და ვინც გინდა, ის იყავი!“ — აი მისი დევიზი.

2009 წელი, 4 აპრილი

მინდა აღვნიშნო, რომ დღეს კიდევ არ არის გამოკვეთილი ეს ახალგაზრდა კაცი, რომელიც „გიორგი ბრწყინვალის“ სახით უნდა მოევლინოს საქართველოს.
გრძელდება უამრავი წინასწარმეტყველების ასრულება. ასეა, ყველაფერს თავისი დრო აქვს.
მოდიან მეცნიერი პოლიტიკოსები, მოდის სუფთა ძალა, მოდის „გიორგი ბრწყინვალე“, მაგრამ არა ძალადობით, არა ომით – მხოლოდ მშვიდობით! საქართველო, ვხედავ, სახეს იცვლის: ქილიკი და ბოროტება ქრება, ნიჭიერება კი ფართოდ შემოაბიჯებს ქართულ პოლიტიკაში და მას გზას ვერ გადაუღობავს ვერავითარი მიწიერი შავი ძალა.

2009 წელი, 11 აპრილი
მოდიან მეცნიერები და „გიორგი ბრწყინვალე“ და ამას ხელს ვერავითარი ძალა ვერ შეუშლის. მომავალში აღარ იქნება ძველი ოპოზიციის 90 პროცენტი, მე მათ ვერ ვხედავ. ვხედავ მხოლოდ ორ პარტიას. მრავალპარტიულობის ხანა დასრულდება და მას კანონი შეწყვეტს. ეს ასეა.

2009 წელი, 27 აპრილი

დღეს ქართული პოლიტიკა იწმინდება, იხვეწება. ახალი პარტიები ძალიან ბევრ რამეს შეცვლიან, გამოასწორებენ. ეს ის ახალი სახეებია, რომელთაც ხალხი მიიღებს. თუმცა, ვხედავ, ხალხი ისე აქტიურად აღარ ერევა პოლიტიკაში. ასე იტყვიან, თვითონ პოლიტიკოსებმა მოაგვარონ საქმე ერთმანეთში და სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედონო. ანუ, ასე ვთქვათ, ისინი პოლიტიკოსებს თავს აღარ გამოაყენებინებენ…
და ეს სწორია! თორემ ხალხის პოლიტიკურმა უცოდინრობამ ბევრ გარეწარ პოლიტიკოსს აუნთო მწვანე შუქი და ისინიც, ვითომ ხალხის ნდობით აღჭურვილნი, სამშობლოს გადარჩენისთვის „იღვწოდნენ“. ეს ყოველივე მალე გამოჩნდება; გამოჩნდება, ვის რა სურდა და ყველას ბოლომდე აეხდება ნიღაბი – მთავრობასაც და ოპოზიციასაც. არც იოცნებოთ, რომ კოსმოსმა რამე შეგარჩინოთ.
საცერი გაიცრება ბოლომდე და ამის მერე მოდიან მეცნიერები, „გიორგი ბრწყინვალე“ და მათ მოსვლას ხელს ვერავინ შეუშლის.

2009 წელი, 16 ივნისი

ვხედავ, მოდიან მეცნიერები და ყველაფერი შეიცვლება სწორედ ხალხის სასიკეთოდ. მოდის „გიორგი ბრწყინვალე“ და მერწმუნეთ, საქართველო გადარჩება იმ ჯოჯოხეთს, რაც მალე მოეხვევა თავს მთელ მსოფლიოს, განსაკუთრებით კი რუსეთს.

2009 წელი, 20 ნოემბერი

ფრთხილად, პოლიტიკოსებო! ყველაფერს აქვს ბოლო და დასასრული. პოლიტიკოსების გამოსვლები, ეს ძველი სიმღერებია. ძველი „პლასტინკები“ კი როგორც უნდა აბრუნოთ, მაინც ძველები ხართ, ხალხისთვის ახალი არაფერია. ირჩევა ერთი და იგივე საკითხები — კი, ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ მხოლოდ ლაპარაკობენ და მეტი არაფერი. მოკლედ, ყველაფერი წრეზე ტრიალებს…
მომავალში მოდის ძალა ნათელი, რომელიც ჩემს ხალხსა და ჩემს სამშობლოს თავისუფლებას მოუტანს. მოდის მეცნიერთა პარტია, მოდის „გიორგი ბრწყინვალე“ და ეს არის გაგრძელება საქართველოს გათავისუფლებისა, საქართველოს გაძლიერებისა და დიდი ბრძოლა, რომელიც ჩემს საყვარელ ქართველებს გამარჯვებამდე მიიყვანს.
დიახ, ვხედავ გაერთიანებულ, ძლიერ ქართულ სახელმწიფოს!
დიახ, ვხედავ მომავალში 30 მილიონ ქართველს!
ვხედავ გასულ საუკუნეებში დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებას!
ასეთია წინასწარმეტყველება, რომელიც ასი პროცენტით ასრულდება და ამაში ეჭვიც ნუ შეგეპარებათ. ამინ!

2010 წელი, 2 თებერვალი

წინასწარმეტყველებები სრულდება ყოველთვის. მოდიან მეცნიერები, მოდის „გიორგი ბრწყინვალე“ და ჩვენ ვიქნებით ყველაფრის მოწმენი.
ვნახავთ, როგორ შენდება საქართველო, როგორ იხვეწება ქართული პოლიტიკა და მე ვიხილავ ჩემი გაწამებული ქართველების თვალებზე სიხარულის ცრემლებს. ამინ!
ეს ასე მოხდება, ვინაიდან ყველაზე მართალი და აღმატებული წინასწარმეტყველია. იგი უფლისგან არის კურთხეული და მეტი არაფერი.

2010 წელი, 25 ივლისი

ვხედავ, ცვლილებები, რომლებიც ხდება მსოფლიოში, საქართველოშიც იწყება. მოდიან მეცნიერები, მოდის „გიორგი ბრწყინვალე“.

რადიკალურად იცვლება ქართული პოლიტიკა. დიახ, იცვლება უკეთესობისკენ. უფრო ძლიერ ფესვებს იდგამს საქართველო მსოფლიო პოლიტიკაში. კოსმოსი რჩეულებს აარჩევს და ყველა გზას გაუხსნის, რათა პატარა საქართველომ ძლიერი ადგილი დაიკავოს ძლიერი ქვეყნებისა და სახელმწიფოების გვერდით. ეს ასე მოხდება ასი პროცენტით. დღეს კი ყოველივე ამისთვის ჩემს საყვარელ სამშობლოს დიდი ბრძოლები უწევს.
ჩემო საყვარელო ქართველებო, კოსმოსი დიდ განსაცდელს აგვაცდენს, ვხედავ. ცეცხლიან გზაზე გაივლით და ფეხი არ დაგეწვებათ! ეს იმედი კი არა, რეალობაა: საქართველო ამ ბეწვის ხიდზე გაივლის.
წინასწარმეტყველება სრულდება: საქართველო მომავალში ერთ-ერთი ულამაზესი და ძლიერი ქვეყანაა ჯერ ქართველებისთვის და მერე მსოფლიოსთვის. ქართული სახე, გენი კი არ იკარგება, არამედ უფრო ვითარდება. საქართველო იბრუნებს ყველაფერს, რაც დაკარგულად მიიჩნევა — იბრუნებს თავის სახეს.

2011 წელი, 13 მარტი

ჩნდებიან ახალი ოპოზიციური პარტიები, რომელნიც ერთიანდებიან. ეს გაერთიანება, ვხედავ, მასშტაბურ სახეს მიიღებს. „ხალხი, ანუ პოლიტიკოსები არსაიდან“ — ასე იტყვიან. მათი დაშლა შეუძლებელია.
არენაზე ჩნდება „გიორგი ბრწყინვალე“. და როცა მსოფლიო განიცდის ბუნებრივ კატაკლიზმებს, საქართველოში დიდი პოლიტიკური ქარიშხალი ამოვარდება, რასაც მოჰყვება დიდი ცვლილებები. მოდის „გიორგი ბრწყინვალე“. ეს არის ერთადერთი გზა საქართველოს გადარჩენისა და ასეც მოხდება.

2012 წელი, 14 იანვარი

ვხედავ, მოდიან მეცნიერები, მოდის „გიორგი ბრწყინვალე“. მაგრამ დღეს ისინი საქართველოში არ არიან და ზოგიერთი პოლიტიკოსი ტყუილად ფიქრობს პრეზიდენტობას.

2012 წელი, 15 ოქტომბერი
მოდის „გიორგი ბრწყინვალე“, მოდიან მეცნიერები. როცა საცერი ბოლომდე გაიცრება, ისინი მაშინ გამოჩნდებიან.

2013 წელი, 26 მაისი

…ჩემი ხალხი არის ტრავმირებული, გაძარცვული და გადაღლილი. დღეს მიმდინარე პროცესებით ხალხი აღარ დაინტერესდებს, იმიტომ, რომ პოლიტიკური თამაშები ძალიან იჭიმება დროში და ხალხს ეს კიდევ უფრო გააღიზიანებს. ამიტომ მთავრობის მეთაურს მოუწევს მოახდინოს სწრაფი ცვლილებები ყველა მიმართულებით. ამ ცვლილებებს მალე სხვა ცვლილებებიც მოჰყვება და პროცესი ბოლოს მივა იქამდე, რომ შეიქმნება ახალი პარტიები, გამოჩნდებიან ახალი სახები, რომელთაც ხალხი მიიღებს.
მოდის „გიორგი ბრწყინვალის“ მეფობის დრო. და შეიკვრება საქართველო ერთ მუშტად, დაიწყებს დიდ ბრძოლებს ტერიტორიების დასაბრუნებლად, ქართველობის დასაბრუნებლად, იმ ქართული სახელმწიფოს ასაშენებლად, რომელსაც მთელი მსოფლიო ანგარიშს გაუწევს.
გამოსავალი ყოველთვის არსებობს ყველანაირ სიტუაციაში. საქართველოს გამოსავალი კი ერთია — გიორგი ბრწყინვალე! მის მოსვლას ხელს ვერავინ და ვერაფერი შეუშლის. იგი მოდის, რათა საქართველო გაათავისუფლოს, გააერთიანოს, დაიბრუნოს ტერიტორიები. სადაც საზღვრების საკითხი სადავოა და გასარკვევი, გაარკვევს და მკვეთრ საზღვრებს გაავლებს. ეს ყოველივე მოხდება საქართველოს სასიკეთოდ.

2013 წელი, 18 აგვისტო

დღეს რაც ქართულ პოლიტიკაში ხდება, ეს ის ხალხი არ არის, ვისაც მე მეცნიერებსა და „გიორგი ბრწყინვალეს“ ვუწოდებ. ეს ბოლო საფეხურია, რომელიც ძალიან მალე ჩამთავრდება, ქართველებო, და მოდის ახალი მთავრობა, ახალი ლიდერი, ანუ მეცნიერთა პარტია და „გიორგი ბრწინვალე“.

მინდა კიდევ ერთხელ დავაკონკრეტო: დღეს პოლიტიკურ ასპარეზზე არ არიან ისინი, ვისაც მე ვუწოდებ „გიორგი ბრწყინვალესა“ და მეცნიერთა პარტიას. ვიმეორებ, ის ახალგაზრდული ფრთა, რომელიც მოდის, ჰგავს ტაიფუნს, რომელიც ახლო მომავალში მთლიანად გადარეცხავს საქართველოში დაგროვილ უარყოფით ენერგიას და მათ ვერავითარი ძალა და ვერავინ ვერ შეაჩერებს. აქედან დაიწყება მთავრობის შეცვლა თავის პარლამენტიანად. ეს იქნება ყველაზე დიდი გამარჯვება ქართულ პოლიტიკაში.
ქართველი ხალხი თავის ნებას გამოხატავს და ვხედავ, სწორ არჩევანს გააკეთებს, იმიტომ, რომ აქ კოსმოსი იქნება ჩარეული და არა ადამიანები. ყველაფერი ისე ასრულდება ერთი-მეორის მიყოლებით, რომ ერთი სიტყვაც კი არ დააკლდება წინასწარმეტყველებას! დიახ ასეთია ღმერთის ნება!!!

2014 წელი, 20 იანვარი

ახალი ხალხი ჰაერივით დასჭირდება მთავრობას და მოსახლეობასაც ახალი იმედები გაუჩნდება. ეს ახალი სახეები უფრო მეტის მომტანნი არიან თავისი ცოდნითა და გამოცდილებით ქართული პოლიტიკისთვის, ვიდრე წარსულში იყვნენ და ჩემი საცოდავი ხალხიც, ბოლო-ბოლო, ამოისუნთქებს.
სწორედ ესენი არიან ჩემი ნაწინასწარმეტყველები მეცნიერები და „გიორგი ბრწყინვალე“. ისინი ფართო ნაბიჯებით შემოვლენ პოლიტიკაში. გატარდება ისეთი რეფორმები, რომლებიც ქართველ ხალხს მოერგება. განსაკუთრებით, ეკონომიკაში, ჯანდაცვაში, განათლებაში. ბევრი რამ გამოსწორდება.
მოდიან ახალი მინისტრები, მოდის ახალი მთავრობა და ვერავინ იტყვის, რომ ისინი მართვადნი არიან. ამას ღიად დაინახავს ყველა, გამომინარე მათი პოლიტიკური ნაბიჯებიდან. განსაკუთრებით დიდი ძვრები იქნება სოფლის მეურნეობაში. ეს იქნება უმნიშვნელოვანესი, სტრატეგიული პრობლემების გადაჭრა. ეს იქნება გადარჩენა ჩემი ერისა და ჩემი ქვეყნისა.

2014 წელი, 19 მარტი

მოკლედ რომ ვთქვა, საქართველოს გადაარჩენს „გიორგი ბრწყინვალე“ და ყველაფერი უკვე იქით მიდის, რომ დროა, იგი არენაზე გამოჩნდეს. აი აქედან იწყება საქართველოს გაბრწყინება.

2014 წელი, 29 აპრილი
საქართველოში შეიცვლება პოლიტიკა, შეიცვლებიან პოლიტიკოსები და დაიწყება „გიორგი ბრწყინვალის“ მმართველობის ხანა.

ქართველმა მეფემ, გიორგი ბრწყინვალემ საქართველოს თავისი ძველი საზღვრები დაუბრუნა — ის საზღვრები, რომლებიც თამარის დროს იყო შემოხაზული…
ჩვენი დროის „გიორგი ბრწყინვალეც“ ზუსტად საზღვრებთან დაკავშირებით წამოიწყებს პოლიტიკურ ბრძოლებს და მოუგებს კიდეც რუსეთს. ამის შემდეგ აზერბაიჯანთანაც გარიგდება საინგილოს თემაზე და მასაც დააბრუნებს საქართველოს საზღვრებში. ეს არის აბსოლუტური რეალობა, რაც აუცილებლად ასრულდება.

2014 წელი, 7 მაისი
ევროპა ყოველთვის თავის თამაშს თამაშობს. თუ დასჭირდა, ზურგსაც შეგაქცევს. ყოველ შემთხვევაში, საქართველოსთან ასე იქცეოდნენ მუდამ. თუმცა მომავალში საქართველოს ახალი მმართველი „გიორგი ბრწყინვალე“ დიდ სიურპრიზებს მოუწყობს ევროპას. თავისი მოქმედებებით დიდ დარტყმას მოაყენებს ევროპულ პოლიტიკას და თქვენ წარმოიდგინეთ, რომ პოლიტიკური კურსის შეცვლას აიძულებს საქართველოს მიმართ.

2021 წელი, 18 აპრილი
საქართველოში პოლიტიკური პარტიები იცვლებიან. წარსულიდან წამოსულ პარტიებს ფაქტობრივად არ აქვთ მყარი ბაზა და ვერც ექნებათ, იმიტომ, რომ იქ არ დგანან ის ახალგაზრდები — ჩემი პატარა ქართველები, რომლებიც მე ვიწინასწარმეტყველე და გზა გავუხსენი.
მათ ხელის შემშლელებს კოსმოსი ისე გაგწევთ გვერდზე, რომ ვერასდროს ვერ მოხვალთ პოლიტიკაში. მთელი კოსმოსი ამ ახალგაზრდებისკენაა მომართული. ეს არ არის შეკვეთა. ისინი მოდიან თავისი ნებით და ისინი მოჰყავს კოსმოსს და ეს არის ნამდვილი ძალა. და გიორგი ბრწყინვალე!
უნდა აღვნიშნო: ნახევარ საქართველოს გიორგი ჰქვია და ეს იმას არ ნიშნავს, რომ მათგან რომელიმეა „გიორგი ბრწყინვალე“.
ნამდვილი „გიორგი ბრწყინვალე“ ჩემ წინ იქნება ძალიან მალე, იგი მიიღებს დალოცვას, დიდ ენერგიას კოსმოსიდან და ჩაეფლობა, ასე ვთქვათ, შეცურავს ქართულ პოლიტიკაში. მე ეს ძალიან მიხარია.

ამონარიდები ინტერვიუებიდან
გაზეთი „ქართველი წინასწარმეტყველი ლელა კაკულია“, №5
—ქალბატონო ლელა, ვინ არიან მომავალი ხელისუფალნი? დღეს ცნობილი პოლიტიკოსები მოხვდებიან თუ არა მომავალ მთავრობაში?
— მომავალ ხელისუფალთა გვარები საზოგადოებისთვის დღეს უცნობია. უცხოეთში მოღვაწე ქართველები ჩამოვლენ და პარლამენტში კენჭს იყრიან. მათ ძლიერი დიპლომატიური სკოლა ექნებათ გავლილი. იქნებიან საოცრად განათლებულები და სამშობლოს სიყვარულით აღვსილნი. ახალი ხალხი, ახალი სახეები მოდიან; შეიქმნება ახალი პარტია, მეცნიერებითა და ჭკვიანი ხალხით დაკომპლექტებული. ბევრი ძველი პოლიტიკოსი წააგებს და პოლიტიკაში მნიშვნელოვან როლს დაკარგავს. პრეზიდენტის ირგვლივ შეიკრიბებიან ერთგული ადამიანები. თამაშგარეთ დარჩენილი პარტიები ერთიანდებიან, მაგრამ სასტიკად დამარცხდებიან, ვინაიდან მათ საქართველო არ გაყვება, ხალხი მათ უარყოფს. ყველაფერი ეს სწრაფად მოხდება.
— ქალბატონო ლელა, ჩვენი გაზეთის მკითხველები ხშირად გვთხოვენ გკითხოთ, ვინ იქნება საქართველოს მომავალი პრეზიდენტი, ანუ ქვეყნის მმართველი?
— ვიცი, რომ მოსახლეობის ინტერესი ამ საკითხისადმი დიდია, მაგრამ მე ინფორმაციას ვიცავთ. ეს იქნება ყველასათვის წარმოუდგენელი პიროვნება, რომელსაც მე პირობითად გიორგი ბრწყინვალეს ვარქმევ. ეს მოულოდნელი ახალგაზრდა პიროვნება (მოსკოვიც რომ აზრზე არ არის) სულ სხვა გზიდან მოვა. ის ძალზე ნიჭიერია და ბრწყინვალე დიპლომატიური სკოლა ექნება გავლილი. მისი მოსვლით საქართველოს გაყინული ტვინი იწყებს გალხობას, სუნთქვას და აზროვნებას.

გაზეთი „ქართველი წინასწარმეტყველი ლელა კაკულია“, №15

საქართველოს ახალი მთავრობა, „გიორგი ბრწყინვალის“ ხელმძღვანელობით, ეროვნულ პროგრამას განახორციელებს და ქართველი კაცი ამოისუნთქებს თავის ქვეყანაში. თანაც ამას ისე ლამაზად გააკეთებს, რომ არავითარი საგანგაშო გამოხმაურება არ მოჰყვება. მიწები დაურიგდება ყველას, ანუ ყველა ქართველს! „გიორგი ბრწყინვალე“ დიდი პატრიოტია, რომელიც ხალხს წარსულის პატრიოტებს დაავიწყებს… ვხედავ, მომავალში იწყება საქართველოს ეკონომიკის აყვავების პერიოდი.

გაზეთი „ქართველი წინასწარმეტყველი ლელა კაკულია“, №16
მეცნიერთა პარტია და „გიორგი ბრწყინვალე“, თუ შეიძლება ასე ვთქვათ, უკვე ჩასახულია. მაგრამ დროებითი მთავრობის შემდეგ რომ ჩატარდება არჩევნები, ისინი მაშინ მოდიან.

— ქალბატონო ლელა, თქვენ უკვე დიდი ხანია წინასწარმეტყველებთ საქართველოში საპარლამენტო მმართველობის შემოღებას, რაზეც მხოლოდ ახლა ალაპარაკდნენ პოლიტიკოსები. რას გვეტყვით, „გიორგი ბრწყინვალეს“ პრეზიდენტად ვირჩევთ თუ უკვე საპარლამენტო რესპუბლიკის ხელმძღვანელად მოგვევლინება?
— „გიორგი ბრწყინვალე“ იქნება ქვეყნის მმართველი, ხელისუფალი და მნიშვნელობა ნამდვილად არ აქვს, რას ვუწოდებთ მას — პრეზიდენტს თუ პრემიერ-მინისტრს. მთავარი ისაა, რომ ეს პიროვნება საქართველოს სახელმწიფოს ეროვნული პროგრამით გაუძღვება და ფეხზე დააყენებს მას. იმიტომაც შევარქვი მე მას „ბრწყინვალე“, რომ საქართველოს წარსულ დიდებას დაუბრუნებს და კიდევ უფრო გააბრწყინებს.
გაზეთი „ქართველი წინასწარმეტყველი ლელა კაკულია“, №18
— ქალბატონო ლელა, ხომ არ დადგა დრო, ცოტა მეტად დაგვიკონკრეტოთ „გიორგი ბრწყინვალის“ ვინაობა?
— იმაზე მეტად ვერ დავაკონკრეტებ, რასაც ვწინასწარმეტყველებ…
საერთოდ, მე ვამბობ ზუსტად იმას, რასაც ვხედავ. თუ დამიკონკრეტეს პიროვნება, მეც ვაკონკრეტებ ჩანაწერებში მის სახელსა და გვარს, მაგრამ გაზეთში ხშირად არ ვასახელებ მათ იმის გამო, რომ ამას რაიმე სახის ექსცესები არ მოყვეს. ეს ერთგვარი დაცვაა ადამიანებისა ზედმეტი გართულებებისგან, თორემ წინასწარმეტყველება მაინც ასრულდება, ნებისმიერ შემთხვევაში.

გაზეთი „ქართველი წინასწარმეტყველი ლელა კაკულია“, №59
— ქალბატონო ლელა, იქნებ იმაზე მაინც გამცეთ პასუხი, რაც თქვენს მრავალრიცხოვან მკითხველს აინტერესებს. უამრავ წერილს ვღებულობთ ერთი კითხვით: ხომ არ არის ბიძინა ივანიშვილი ის, ვისაც თქვენ „გიორგი ბრწყინვალეს“ უწოდებთ?
— არა! ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, „გიორგი ბრწყინვალე“, გარდა იმისა, რომ გარეგნულად აღვწერე, ვთქვი, რომ ორი შვილი ჰყავს და, რაც მთავარია, ის ჩემი მეგობარია. არც გარეგნობით, არც ოჯახური მდგომარეობითა და არც ჩემთან მეგობრობის კუთხით არ ჯდება ბატონი ბიძინა „გიორგი ბრწყინვალეში“.
_ ჰო, მაგრამ ხომ შეიძლება მომავალში შეხვდეთ და დამეგობრდეთ?
_ არ ვაპირებ არც მასთან და არც სხვა პოლიტიკოსებთან შეხვედრას — მით უმეტეს, უმაღლესი რანგის ჩინოვნიკებთან, ხელისუფლების წარმომადგენლებთან. მე წინასწარმეტყველი ვარ, ვამბობ და ვწერ იმას, რასაც ვხედავ და მეუბნებიან. წინასწარმეტყველების შინაარსი ჩემზე არ არის დამოკიდებული. ასე რომ, ვისაც რა უწერია, ის აუხდება, მიუხედავად იმისა, ჩემი შვილია, ნათესავია, მეგობარია თუ სრულიად უცნობი ადამიანი.
გაზეთი „ქართველი წინასწარმეტყველი ლელა კაკულია“, №76
— ქალბატონო ლელა, საქართველო საპრეზიდენტო არჩევნების მოლოდინშია. ოქტომბრიდან ქვეყანას წესით უფლებაშეზღუდული ახალი პრეზიდენტი და უფლებაგაზრდილი პრემიერი უნდა ჰყავდეს. ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ პრაქტიკულად ასრულდა თქვენი წინასწარმეტყველება საქართველოში ისრაელის მოდელის დამკვიდრებაზე, თუ კიდევ გველის რაღაც ცვლილებები, რაც კიდევ უფრო დაამსგავსებს საქართველოსა და ისრაელის მმართველობის ფორმებს ერთმანეთს?
— ეს არის დასაწყისი ამ წინასწარმეტყველების ასრულებისა. ძალიანაც სურს დღევანდელ მთავრობას ამ მოდელის სრულად დამკვიდრება, მაგრამ ეს „გიორგი ბრწყინვალისა“ და „მეცნიერთა პარტიის“ მოსვლამდე არ მოხერხდება. სწორედ მათი ქართულ პოლიტიკაში შემოსვლის შემდეგ (რაც უკვე ძალიან ახლოსაა) ეყოლება საქართველოს ძლიერი პრემიერი, კარგი პრეზიდენტი და კარგი პარლამენტი. დიახ, ბატონო, საქართველოში კიდევ მოხდება ცვლილებები“ – წერს ლელა კაკულია.

ასევე გირჩევთ

Back to top button