ახალი ამბები

“კობახიძემ კუჭავაზე ეს გაიგო, რაც სასწრაფოდ ივანიშვილს მოახსენა, ბიძინამ კი კუჭავას დაუყონებლივ გადადგომა მოსთხოვა”

🔴ექსკლუზივი ▪️საქართველოს პარლამენტმა 2021 წელს ორი თავმჯდომარე მოიცვალა, არჩილ თალაკვაძე აპრილში გადადგა, კახა კუჭავა _ დეკემბერში. კუჭავამ განაცხადა, რომ საკუთარი ნებით წავიდა თანამდებობიდან. “ქრონიკა+”-ისთვის ცნობილი გახდა, რომ კუჭავა გადადგომას საერთოდ არ აპირებდა და ირაკლი კობახიძე რომ არა, ალბათ 2024 წლამდე ისპიკერებდა. როგორც ირკვევა კახა კუჭავას ირაკლი კობახიძისთვის დაუწყია ძირის გამოთხრა.

არადა როგორც ,,ოცნების” კულუარებში გვითხრეს, სპიკერად კუჭავა კობახიძის რეკომენდაციით დაინიშნა. გინდ დაიჯერეთ, გინდ არა, მაგრამ ივანიშვილი კობახიძის აზრს ითვალისწინებს და მის მიტანილ ჭორებსაც ყურად იღებს. კობახიძემ გაიგო რა რომ კუჭავა თავისთვის ახალ გუნდს ქმნიდა და არ აპატია. ივანიშვილთან მიიტანა ჭორები (ამ საქმის ლეო მესია) და მანაც(ბიძინამ) კუჭავას გადადგომა მოსთხოვა. მასაც რა უნდა ექნა!? ადგა გადაყენებული კუჭავა და გადადგა.

ასევე გირჩევთ

Back to top button