ახალი ამბები

“დეკემბრის ბოლოდან 10 იანვრის ჩათვლით, ანუ მაშინ, როცა თითქოს პოლიტიკისთვის არავის ეცლება, ნაციონალები ასეთ გეგმას ამუშავებენ”

ანი დვალიშვილი, ალია
“ადრეც დავწერეთ, რომ თვითმმართველობის არჩევნების დასრულების შემდეგ, საკრებულოებსა თუ მერიებში არეულობა იყო და აგერ, აბაშის საკრებულოს თავმჯდომარე თანამდებობიდან წავიდა. არადა, ეს კაცი მანამდე მუნიციპაალიტეტის მერი იყო და წესით, საკრებულოს თავმჯდომარეობა არ უნდა გასჭრვებოდა, თუმცა უთხრეს და წავიდა, ანუ სამეგრელოზე კონტროლი სხვა ძალებმა აიღეს ხელში. ეს იქიდანაც ჩანს, რომ ჩხოროწყუში საკრებულოს თავმჯდომარედ „ოცნების“ წევრი ვერ გაიყვანეს, ცენტრალურ ხელისუფლებას არ ემორჩილება წალენჯიხა, დაძაბული მდგომარეობაა ზუგდიდსა და სენაკშიც. აღარაფერს ვამბობთ რუსთავზე, სადაც საკრებულო უბრალოდ არ არსებობს და თავმჯდომარის არჩევაზე ვერ თანხმდებიან. ჩხოროწყუს მაგალითზე შეიძლება ითქვას, რომ შესაძლოა რუსთავშიც გახარიას გუნდის წევრი მოგვევლინოს საკრებულოს თავმჯდომარედ, მაგრამ ისიც გვითხრეს, ნაციონალები ახლა საკუთარ კანდიდატურას ითხოვენ მეტალურგთა ქალაქში და ამბობენ, ჩხოროწყუ ხომ დაგითმეთო. თანაც, ნაციონალებისთვის რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარეობა პრინციპულად მნიშვნელოვანია, რადგან მაისში აქ მაჟორიტარი დეპუტატის არჩევნები გაიმართება და გასამარჯვებლად ბრძოლას სწორედ ნაციონალები აპირებენ.

ისე, „ოცნების“ გასაგონად იმასაც ვიტყვით, ამ საახალწლოდ სასტუმროები რომ გაქვთ დაჯავშნილი და გუგუნს გეგმავთ, სხვა, ნაკლებად ძვირადღირებული სასტუმროები ნაციონალებმა დაჯავშნეს და ტრენინგების ჩატარებას გეგმავენ. ჰო, დეკემბრის ბოლოდან 10 იანვრის ჩათვლით, ანუ მაშინ, როცა თითქოს პოლიტიკისთვის არავის ეცლება, ნაციონალები რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის საფარქვეშ, ახალგაზრდებს დაატრენინგებენ, ანუ მათ, ვინც მთავარი დამრტყმელი ძალა იქნება მომავალ აქციებზე. აქციები კი აუცილებლად გაიმართება, რადგან უვკე გამოჩნდა, რომ მხოლოდ შიმშილობით სააკაშვილის გათავისუფლება ძნელად მისაღწევია. ახლა პარტიას თემურ ალასანია მართავს და ალბათ დაგვეთანხმებით, რომ საყვარელი დისშვილის გამოსახსნელად, ალასანია ყველაფერს იზამს. ჰო, პარტიული თანხებიც ახლა მხოლოდ მისი გავლით გადის და თუ ვინმეს ჰგონია, რომ იგი საქართველოში მართლა გამოძიებისთვის ჩვენების მისაცემად ჩამოვიდა, ძალიან ცდება – ალასანია ნაციონალური მოძრაობის თავი გახდა და მის გარეშე ფანჯარასაც ვეღარ გააღებენ.

ასევე გირჩევთ

Back to top button