ახალი ამბები

„რა დროს გარდაცვალება იყო, სულ მალე მამა გახდებოდი…“ – ბაღდათში ავარიას ორი ახალგაზრდა ემსხვერპლა

ბაღდათში მომხდარ ავტოავარიას, ორი ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა „ინფო ბაღდათი“ ავრცელებს.
მათივე ცნობით, შემთხვევა წუხელ ღამით, კახიანის ქუჩაზე, საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.


როგორც ახლობლები აღნიშნავენ, ერთ-ერთი გარდაცვლილი, ანრი კიკნაველიძე ბაღდათელია, ხოლო მეორე დაღუპული, 23 წლის გიორგი სიჭინავა სოფელ დიმიდანაა.
ანრი კიკნაველიძე ახალი დაოჯახებული იყო, მალე ის მამა გახდებოდა…
ადგილზე ბაღდათის პოლიციის ეკიპაჟები, ექსპერტ-კრიმინალისტები, სამაშველო და სამედიცინო დახმარების ჯგუფები მუშაობდნენ.
შემთხვევის მიზეზი სავარაუდოდ, გადაჭარბებული სისწრაფე იყო.
გარდაცვლილებს ახლობლები სოციალურ ქსელში ემშვიდობებიან:
„ანრი რა დროს შენი გარდაცვალება იყო, სულ მალე მამა გახდებოდი…“
„როგორ მენანებით ბიჭებო, ვერ გავიხარებ თქვენი ცოდვით“
„ოხ, რატომ დაუშვი უფალო, ვუსამძიმრაბ გარდაცვლილთა ოჯახებს, გული მეწვის“.

ასევე გირჩევთ

Back to top button