საინტერესოსაკითხავი
ძველი რომის სე@სუალური ცხოვრება, რომელიც შოკში ჩაგადებთ

ძველ რომში კანონების ნაკლებობას ნამდვილად არ უჩიოდნენ – კანონი არსებობდა ყველა შემთხვევისთვის, მათ შორის, რაც არ უდა გაგიკვირდეთ, ინტიმური ცხოვრებისთვისაც. წესები არეგულირებდა ქორწინებას, განქორწინებასა და მრუშობას. საბედნიეროდ, უამრავი წერილობითი წყაროა შემონახული, რომლის წყალობითაც შეგვიძლია გავიგოთ რას აკეთებდნენ რომაელები საბნის ქვეშ და იყო თუ არა ის ასე განსხვავებული იმისგან, რასაც დღეს ვაკეთებთ.
მეუღლეების ინტიმური ცხოვრება

მიუხედავად იმისა, რომ იურიდიულად რომაელებს უფრო მეტი უფლებები ჰქონდათ, ვიდრე ელინებს, ცოლი მაინც ქმრის საკუთრებად ითვლებოდა. რომის ისტორიის სხვადასხვა პერიოდში ქორწინება ან ურღვევი (მაგალითად, რომის იმპერიის პირველ საუკუნეებში) იყო ან პირიქით, კავშირის გასაწყვეტად მხოლოდ რამდენიმე ფრაზაც კი საკმარისი იყო.

საწოლში ცოლ-ქმარი აკეთებდა ყველაფერს, რაც მოსწონდა, და რაიმე განსაკუთრებული აკრძალვებით არ შემოიფარგლებოდა, მათ შორის ქალებიც. როგორც აღშფოთებული სენეკა წერდა: “ვნებაში საპირისპირო სქესს ისინი არ ჩამორჩებიან, მოთმინებისთვის დაბადებულებმა, ისეთი გარყვნილი სახის თავაშვებულობა მოიფიქრეს რომ თავად ეძინათ კაცებთან როგორც კაცებს”. თუმცა, რა სახის “გარყვნილებას” გულისხმობდა სტოიციზმის ერთ-ერთი ყველაზე დიდი წარმომადგენელი უცნობია. შესაძლოა ის გულისხმობდა ბანალურ პოზას – “ქალი ზემოდან”. სენეკა ამ საკითხში უმცირესობაში იყო. სხვა ფილოსოფოსები გაგებით ეკიდებოდნენ რომაელთა სურვილს, გაემრავალფეროვნებინათ ცოლ-ქმრული ცხოვრება, მაგრამ აი, რომელი სახის პოზა არ გამოიყენებოდა ძველ რომში საერთოდ – არის პოზიცია – “გვერდზე”, რითი იყო ეს გამოწვეული – სექსუალური ტაბუთი თუ კიდევ სხვა მიზეზით უცნობია.
სუფთა ქალწულები – ვესტალები

ვესტას კულტის მიმდევრები, ოჯახური კერიისა და მსხვერპლშეწირვის ცეცხლის ქალღმერთები, ტაძარში მთელი მსახურების განმავლობაში ქალწულებად უნდა დარჩენილიყვნენ ანუ ოცდაათი წელი: პირველი ათი წელი გოგონებს უნდა ესწავლათ, მეორე – ის საქმე ეკეთებინათ, რაც ისწავლეს და მესამე – შეძენილი ცოდნა სხვებისთვის გაეზიარებინათ. ვესტალები საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებას კეთილშობილური ოჯახებიდან 6-10 წლის გოგონებს გადასცემდნენ. შესაბამისად, ქალები უკვე 40 წლის ასაკიდან მსახურებას წყვეტდნენ. მოკლედ, რომაული სტანდარტებით, ამ ასაკში ქალს უკვე საკმაოდ წარმატებულად შეეძლო გათხოვება – ის დაჩაჩანაკებულ მოხუცად სულაც არ ითვლებოდა.

პრობლემები კი მაშინ იწყებოდა, როდესაც ვესტალი ქალწულობის აღთქმას არღვევდა: ითვლებოდა, რომ მის დარღვევას მთელი რომისთვის კატასტროფული შედეგის მოტანა შეეძლო, ამიტომ ასეთი დანაშაული ძალიან მკაცრად ისჯებოდა. ქალწულობა დაკარგულ ვესტალს მიწისქვეშა ოთახში ათავსებდნენ, სადაც დოქით წყალს, პურსა და კარაქს წინასწარ უწყობდნენ, ამის შემდეგ უბედურს ცოცხლად მარხავდნენ, წირავდნენ რა მას ხანგრძლივი მტანჯველი სიკვდილისთვის, საკვებს კი იმიტომ უტოვებდნენ, რომ ღმერთებს არ ჰგონებოდათ, რომ მათ მისი შიმშილით მოკვლა სურდათ.
ერთსქესიანთა საკითხი: სკანტინური კანონი

ტოლერანტული ბერძნებისგან განსხვავებით, რომაელები ჰომოსექსუალიზმის მიმართ ბევრად უფრო ცრუმორწმუნეები იყვნენ. მოკლედ, კაცების პასიური როლი იგმობოდა – მეტიც, “ამაზე” წესიერი რომის მოქალაქის დაყოლიება დანაშაულადაც კი ითვლებოდა. მამაკაცური მორალის დაცვის შესახებ კანონმა ბრალდებულის სახელობის – გაიუს სკანტინიუს კაპიტოლინას ტრიბუნის სახელი მიიღო. სახელმწიფოს ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა მარცელუსმა ძვ.წ III საუკუნეში სკანტინიუსი თავისი ვაჟის, მიმზიდველი გარეგნობის სათნო ახალგაზრდა მამაკაცის შეცდენაში დაადანაშულა, მიუხედავად იმისა, რომ საქმეს არ ჰყავდა არც მოწმეები და არც ფაქტობრივად, კორპუსს დელიქტიტი, სკანტინიუსი დამნაშავედ ცნეს და ჯარიმის გადახდა დააკისრეს. სხვა ჰომოსექუალისტთა ბედი გაცილებით უფრო სევდიანი იყო, ისინი სიკვდილამდე ციხეში რჩებოდნენ. სკანტინური კანონი პოლიტიკურ ინსტრუმენტს წარმოადგენდა, მას იურისტები ჭკვიანურად, ეჭვმიტანილის “ჩასაძირად” იყენებდნენ.

ინტიმური ურთიერთობის დამყარება ცუდ ტონათ მხოლოდ კვირიტებთან (მოქალაქეების სახელწოდება რესპუბლიკის დროს ძველ რომში) ითვლებოდა. მონებთან კი “ამის” გაკეთება ყოველგვარი სინდისის ქენჯნის გარეშე შეიძლებოდა, თუ სენეკა უფროსს დავუჯერებთ თავისუფალი კაცისთვის პასიური როლი – სირცხვილია, გათავისუფლებულისთვის – ნებაყოფლობითია, ხოლო მონისთვის – უპირობო მოვალეობაა ბატონის წინაშე.
