ახალი ამბები

(ვიდეო) “ვარ 40 წლის ქალიშვილი, გასათხოვარი, აღარ ვფიქრობ გათხოვებაზე…” – ვინ არის გოგო, რომელმაც სოცქსელი გაამხიარულა

ღმერთო ისე გამათხოვე მთელი თბილისი ჭორაობდეს უეჭველი ჯადო გაუკეთაო“, – ეს სახალისო სიტყვები 40 წლის გვანცა ჯოხაძეს ეკუთვნის, რომლის სახალისო სიტყვებმაც და რამდენიმე წამიანმა ვიდეომ ყველა სოციალური პლატფორმა მოიცვა და გაამხიარულა.
გვანცა ჯოხაძე „პრაიმთაიმთან“ საუბრისას ამბობს:

ღადაობა ამბავში ვარ, სილამაზის სალონში ვმუშაობ მენეჯერად, ვარ 40 წლის ქალიშვილი, გასათხოვარი.
ეს ვიდეო გადაღებულია მაისში, მეგობრები ვიყავით ზუგდიდში, სოფელ ჭკადუაში, სადაც არის წმინდა ნინო სახელობის ტაძარი, გზად შეგვხვდა და მოვილოცეთ. სპონტანურად, ხმამაღლა მომიწია თქმა, ტაძარი არ იყო ღია და ვიხუმრეთ.
მსგავსი ვიდეოები ძალიან ბევრი აქვს ჩემს სამეგობროს. ზუსტად ერთი კვირის წინ ჩემმა მეგობრის მეგობარმა ნახა ეს ვიდეო და მითხრა, რომ ტიკ-ტოკზე დადებდა. თავიდან უარზე ვიყავი, შემდეგ დავთანხმდი. მეორე დილით ამიფეთქდა ტელეფონი, ატყდა ამბავი. მართლა არ ვიცი რა მოხდა, არ ვიცი რა არის ამ ვიდეოში ისეთი…
იყო არასასიამოვნო კომენტარებიც, ლამის ანათემას გადამცეს, „როგორ შეიძლება ეკლესიაში ასეთი რაღაც“, მაგრამ არ მიმიქცევია ამ ყველაფრისთვის ყურადღება. მაგრამ 95% სულ დადებითი კომენტარებია, მადლობა მინდა ვუთხრა ყველას. თუ შევძელი, რომ 5 წუთით მაინც გავახარე და გავაცინე ვინმე.
ეს იყო უბრალოდ ხუმრობა, როგორი დაუჯერებელიც არ უნდა იყოს ახლა ამ ასაკში აღარ ვფიქრობ გათხოვებაზე. თუ სასწაული მოხდება და დიმიტრი გამოჩნდება გელოვანი, ამაზე ნაკლები არ მინდა, ამ შემთხვევაში ვიფიქრებ“, – ამბობს გვანცა ჯოხაძე.

ასევე გირჩევთ

Back to top button