ახალი ამბები

„როგორი არიფი ვყოფილვარ. ყველაფერი ხდება შეგნებულად. მუშაობენ ხალხის მოსასპობად!“ – გივი სიხარულიძე აღშფოთებული და გამწარებულია

მწვანე პასპორტები მოსთხოვეს ახლა ყველას ხომ?! – მე კიდევ მათ ვაძლევ შავ პასპორტს! – შავი პასპორტი ჯოჯოხეთისკენ. უნდათ რომ მთელი მსოფლიო ჯოჯოხეთში წავიდეს და თან დიდი ფული „გააკეთონ,” – განაცხადა გადაცემა „ჩაიში” მსახიობმა გივი სიხარულიძემ პანდემიაზე საუბრისას.

„გამასხარავებული ვარ. როგორი არიფი ვყოფილვარ. ვერაფერ გარანტიას ესენი ვერ გაძლევენ, რაც ადამიანის ბედით მანიპულაციაა, მასხრად აგდება. მე არ მაქვს ჩემს მთავრობაზე ლაპარაკი, ჩემმა საწყალმა მთავრობამ რა ქნას? – რასაც ისინი ეუბნებიან ის ჯანბო-ბინბო თუ ბუმბა-ბამბა – ყველამ მათი რეკომენდაციით უნდა იმოქმედონ. ყველაფერი მაფიოზურ სისტემაზეა აგებული. ეს ყველაფერი ხდება შეგნებულად. მუშაობენ ხალხის მოსასპობად და ტრილიონების გასაკეთებლად”, – თქვა გივი სიხარულიძემ.

ასევე გირჩევთ

Back to top button