ტიბეტელი ბერების საიდუმლო – როგორ შეგვიძლია გავწმინდოთ ორგანიზმი ბრინჯის გამოყენებით

ტიბეტელი ბერებს ჯანმრთელობის და დღეგრძელობის უამრავი საიდუმლო გააჩნდათ და დღემდე გააჩნიათ. ეს საიდუმლოები ყველას აინტერებს.
ტიბეტელმა ბერებმა სულიერ განვითარებაში დიდ სიმაღლეებს მიაღწიეს. ისინი ცივილიზებული სამყაროდან ძალიან მოშორებით მთებში ცხოვრობენ და ყოველგვარ კომუნიკაციას და თანამედროვე ტექნოლოგიებს მოწყვეტილები არიან. ტიბეტელი ბერებისთვის სრულიად უცხოა ისეთი პრობლემები, როგორიც არის სტრესი, დეპრესია, მძიმე ავადმყოფობა, შფოთვა და ა.შ.
ისინი გამოირჩევიან თავიანთი სიმშვიდით, გახსნილი გონებით და ფხიზელი ჭკუით.
ალბათ ძნელად დასაჯერებელია, მაგრამ ტიბეტელი ბერების სიცოცხლის ხანგრძლივობა საშუალეოდ 100 წელს აჭარბებს.
ახლა კი ტიბეტელი ბერების მაგალითზე გაჩვენებთ, თუ როგორ შეიძლება გაიწმინდოთ ორგანიზმი ბრინჯის გამოყენებით.ამისათვის უნდა გამოიყენოთ ჩვეულებრივი ბრინჯი. ბრინჯის რაოდენობა უნდა იყოს იმდენი სუფრის კოვზი, რამდენი წლისაც თქვენ ხართ. უკვე გარეცხილი ბრინჯი მოათავსეთ ქილაში, დაასხით გადადუღებული თბილი წყალი, დაახურეთ სახურავი და მოათავსეთ მაცივარში.
მეორე დილით გადაუღვარეთ ბრინჯს წყალი, ამოიღეთ ქილიდან ერთი სუფრის კოვზი ბრინჯი და მოხარშეთ. ადუღეთ დაახლოებით 3-4 წუთის განმავლობაში მარილის გარეშე. მიირთვით უზმოზე დილის 8-ის ნახევრამდე.
ამის შემდეგ დარჩენილ ბრინჯს დაასხით ისევ გადადუღებული თბილი წყალი და შეინახეთ მაცივარში. ასე უნდა გაიმეორეთ ყოველ დილით, მანამ, სანამ ბრინჯი არ გათავდება.ამ მეთოდის საიდუმლო მდგომარეობს იმაში, რომ ბრინჯის მარცვალს აქვს ძლიერი კრისტალური სტრუქტურა. როდესაც თქვენ ალბობთ ბრინჯს წყალში, აშორებთ სახამებელს. ამის გამო ბრინჯის ფაფა გადამუშავდება არა კუჭში, არამედ ნაწლავებში.
თქვენც დარწმუნდებით, რომ მკურნალობის კურსის შემდეგ თქვენ არა მხოლოდ გაიუმჯობესებთ ჯანმრთელობას, არამედ გაახალგაზრდავდებით კიდევაც.
აუცილებელი პირობა ბრინჯით ორგანიზმის გაწმენდის დროს, რაც უნდა გაითვალისწინოთ:
სასურველია, რომ ბრინჯის მიღების შემდეგ არ დალიოთ და არ მიირთვათ არაფერი დაახლოებით სამი საათის განმავლობაში. ასეთი კვების შემდეგ თქვენ მოგეხსნებათ წელის და კისრის ტკივილი.