ჰოროსკოპი

დღეს ძალიან ფრთხილად ჩაიფიქრეთ სურვილი… მოასწარით 17:56 საათამდე… ჩათვალეთ რომ ახალ, ცხრა წლიან კონტრაქტს აწერთ ხელს

👇საინტერესო სიახლეების გამოწერა👇

ასტროლოგი სოფია ბზეკალავა დღევანდელი მზის დაბნელების შესახებ გადაცემაში საუბრობს, მისი თქმით დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი დღეა მომდევნო 9 წლის განმავლობაში, რადგან დღეს ჩაფიქრებული სურვიილების ასრულებას მომდევნო 9 წლის განმავლობაში უნდა ველოდოთ, ასე რომ სწორდ და დაფიქრებულად ჩაიფიქრეთ სურვილები. შეგახსენებთ ასევე, ეზოთერიკების ინფორმაციით აუცილებელია სურვილების ჩაფიქრება დღეს 17:56 წუთამდე მოვასწროთ.
“სურვილების ჩაფიქრებასთან ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ. ის, რაც დღეს ძალიან გვინდა, შესაძლოა, 1-2 თვის შემდეგ კატეგორიულად აღარ გვინდოდეს. დღეს ისეთი დღეა, თუკი თქვენ ძალიან სწორად და მკაფიოდ არ გაქვთ გააზრებული რა გინდათ და რისთვის ხართ მზად, რომ ეს შესრულდეს თქვენს ცხოვრებაში, დღევანდელი დღე თესვის პროცესს ჰგავს, ახლა კონცენტრაცია გვაქვს, რა გვინდა ჩვენს ცხოვრებაში გაიზარდოს. უნდა გვახსოვდეს, რაღაცას რომ დავთესავთ, უცბად არ იძლევა შედეგს, მას მოთმინება, მოვლა, სიყვარული და კონცენტრაცია სჭირდება. თქვენ უნდა იყოთ მზად, რომ მთელი ცხრა წლედი გექნებათ წინ ამ სურვილის შესასრულებლად, გასაბევრებლად, წარმოუდგენელ მასშტაბებს შეგიძლიათ საფუძველი ჩაუყაროთ, თუკი ეს ყველაფერი გააზრებული გაქვთ.  არ დაგვავიწყდეს, რომ სამყაროში ყველაფერს თავის ფასი აქვს. თქვენ რა ფასს ითხოვთ იმისთვის, რასაც ითხოვთ?! ჩათვალეთ, რომ ახალ 9-წლიან კონტრაქტს აწერთ ხელს.”

მსგავსი სტატიები

Back to top button