ახალი ამბები

უმძიმესი ავარია, ერთი დაღული და ორი დაშავებული

👇საინტერესო სიახლეების გამოწერა👇

მარტვილში, სოფელ ნაგვაზაოში ავტოსაგზაო შემთხვევას 31 წლის მამაკაცი ემსხვერპლა, ორი კი დაშავდა.

მერის წარმომადგენელი, ჯონი თოშხუა აცხადებს, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა გუშინ, 7 ნოემბერს, გვიან ღამით მოხდა.

„ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. მსუბუქი ავტომობილი შენობას შეეჯახა. შეჯახება იმდენად ძლიერი იყო, ლევან გვაზავა ადგილზე გარდაიცვალა, ორი კი დაშავდა, რომლებიც ქუთაისის კლინიკაში გადაიყვანეს “, – ამბობს თოშხუა „გურია ნიუსთან“ საუბრისას.

მსგავსი სტატიები

Back to top button