“ვინც ბასილაშვილს ამართლებთ, თქვენთვის…” – თამარ ჩერგოლეიშვილის მიმართვა

თამარ ჩერგოლეიშვილი წერს: „მე მგონია, რომ ვინც ბასილაშვილს ამართლებს, იმისთვის ცხოვრების წესია ქალის მეორეხარისხოვან როლში ყოფნა და შეურაცხყოფის ატანა.
ერთია იკამათო, იყო თუ არა საკმარისი მტკიცებულებები სისხლის სამართლის ბრალის დასამტკიცებლად. მაგრამ, მეორეა მისი გამართლება.
ვინც ამართლებს, რომ წყვილის ურთიერთობაში ასეთი ქცევა მოსულა, თავად ცხოვრობს ასეთივე შეურაცხყოფილი, თვითიდენტიფიცირებას ახდენს ასეთი ცხოვრების წესთან და ბრაზობს, რომ სხვა არ ეგუება იმას, რაც თავად ნორმა ჰგონია.
პ.ს. ცხოვრებისეული რჩევები არ მიყვარს, ყველას თავისი გზა აქვს. მაგრამ ეს ისე ზუსტად ვიცი, რომ თავისუფლად გეტყვით ქალებს, თუ მიიღებთ ჩემნაირი “არაქალისგან”: არ მოსწონთ კაცებს მეორეხარისხოვან როლს რომ თანხმდებიან ეგეთი ქალები. ცოტა ძააან ტყუილად იჭაჭებით. მშვიდად არიან თქვენთან, უსაფრთხოდ – მაგრამ თვალი სხვაზე უჭირავთ“, – წერს ჩერგოლეიშვილი.