სამყაროს ყველაზე დიდი გველი – ტიტანობოა! (ვიდეო)

ტიტანობოა — ნამარხი გველების გვარი, რომლებიც ცხოვრობდნენ 60-58 მლნ. წლის წინ, პალეოცენურ პერიოდში. ერთადერთი ცნობილი სახეობაა Titanoboa cerrejonensis, რომელიც დღემდე აღმოჩენილ ყველაზე დიდ გველს წარმოადგენს. მისი ნაშთიდან გამომდინარე შესაძლოა დავასკვნათ, რომ სიგრძეში გველი 13 მეტრს აღწევდა, სისქეში 1 მეტრს, წონით კი მიახლოებით 1, 25 ტონა იყო. 2009 წელს, ქვანახშირის საბადოებში, კერეიონში, (კოლუმბია) აღმოჩენილი იქნა ტიტანობოა-ს 28 დამოუკიდებელი ნაშთი. ამ აღმოჩენამდე ცოტაოდენი ნაშთი აღმოაჩინეს სამხრეთ ამერიკის უძველეს ტროპიკულ გარემოში. გველი მეცნიერთა გუნდმა, ჯონათან ბლოჩისა და კარლოს ჯარამილოს ხელმძღვანელობით, ექსპედიციის დროს აღმოაჩინა. ბლოჩი ფლორიდის უნივერსიტეტის პალეონტოლოგია, კარლოს ჯარამილო კისმიტსონიური ტროპიკულ გამოკვლევათა ინსტიტუტის პალეობოტანიკოსი. ვინაიდან გველები ცივსისხლიანები არიან, მეცნიერებმა გამოთქვეს მოსაზრება იმის შესახებ, რომ ტროპიკები-ამ გველის საცხოვრებელი გაცილებით ცხელი ადგილი ყოფილა, ვიდრე ამას გამოკვლევები ადასტურებენ. ტემპერატურას აქ, საშუალოდ, 32 °C უნდა მიეღწია.

როგორც ზემოთ ვახსენთ, ტიტანობოა არის პალეოცენური პერიოდის გიგანტიგველი. მისი სიგრძე აღწევს 13 მეტრს და წონა ტონაზე მეტს. მისი არსებობიდან
60 მილიონი წელი გავიდა უკვე, მაგრამ რა აღმოაჩინეს მეცნიერებმა წლების წინ?
გინესის რეკორდების წიგნის თანახმად, დღემდე ყველაზე გრძელი გველი 10 მეტრისიგრძისაა, ხოლო ყველაზე ჭარბწონიანი 183 კილოგრამს შეადგენს(პითონი).როდესაც პალეოცენურ პერიოდის გველს, ტიტანობოას შევადარებთ ამ რეკორდსმენგველებს, მაშინ მივხვდებით უდიდეს სხვაობასაც.
ტიტანობოას შოკისმომგვრელი აღმოჩენა კოლუმბიის ქალაქ კერეიონში, ქვანახშირისერთ-ერთ უდიდეს საბადოში მეცნიერების მიერ იქნა განხორციელებული. 2002 წელსქვანახშირის საბადოს კოლუმბიელი სტუდენტი ესტუმრა, სადაც მან აღმოაჩინაპალეოცენური პერიოდის ტროპიკული ტყეების ფოთლის ნამარხი. 10 წლისგანმავლობაში მეცნიერები ამ უცნაურ ადგილს აკვირდებოდნენ. პანამის სმითსონის ტროპიკული კვლევითი ინსტიტუტი და ფლორიდის უნივერსიტეტის მეცნიერებისკვლევების შედეგად, ჩვენს სამყაროში პირველად აღმოჩენილ იქნა ტროპიკულიტყეების ტერიტორია.
2009 წელს ამ ტერიტორიაზე აღმოაჩინეს გიგანტური კუები, ნიანგები, უპირველესი ჯიშის ლობიო, ავოკადო და ბანანი. მაგრამ ყველაზე დიდ აღმოჩენად დღემდეგამოუკვლეველი გველების ჯიშის ნამარხის აღმოჩენა ითვლება.
ჩვენი ეპოქის ანაკონდას და ბოას მონათესავე გველს მეცნიერები ტიტანობოასუწოდებენ. პალეოცენური პერიოდის გველი, კვლევების თანახმად, შხამიანი არაღმოჩნდა. ტიტანობოა ნადირს 281 კგ / მ 2 წნევით ახრჩობდა. ეს იგივეა,რაც ნიუ იორკში მდებარე ბრუკლინის ხიდის ქვეშ მოყვეს კაცი.
მსოფლიოს უდიდესი გველის ანალოგი გამოფენილია სმითსონისეროვნულ მუზეუმში.






