ახალი ამბები
ახალგაზრდა კაცი ფეხით მიდიოდა და დიდი სისწრაფით მომავალმა “მერსედესმა” ადგილზე მოკლა – სად დატრიალდა ტრაგედია?
კახეთში 34 წლის მამაკაცს ავტომობილი შეეჯახა, ის ადგილზე გარდაიცვალა.
შემთხვევა, ცოტა ხნის წინ, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაიაუბანთან მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, ქვეითად მოსიარულე მამაკაცს გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავი მერსედესის მარკის ავტომობილი შეეჯახა.
შეჯახების შედეგად მიღებული ტრავმებით, ქვეითი დაიღუპა. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.
წყარო:resonancedaily. com