(ვიდეო) “ოეეეე… რუსეთის მონა” – ნუცა ბუზალაძეს ევროვიზიაზე გამოსვლისას დაუძახეს, სკანდალი კონცერტიდან – geonewest.com
ახალი ამბები

(ვიდეო) “ოეეეე… რუსეთის მონა” – ნუცა ბუზალაძეს ევროვიზიაზე გამოსვლისას დაუძახეს, სკანდალი კონცერტიდან

გუშინ ევროვიზია 2024-ის ფინალი გაიმართა, რომლის გამარჯვებულიც შვეიცარიის წარმომადგენელი გახდა. საქართველო 21-ე ადგილზე გავიდა.

“ოეეეე… რუსეთის მონა” – საქართველოს წარმომადგენელს ნუცა ბუზალაძეს ევროვიზიაზე გამოსვლისას დაუძახეს:

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე თვის წინა ნუცა ბუზალაძის სიმღერის ვიდეო მოსკოვიდან გავრცელდა, რამაც ქართველი მსმენელები ძალიან გაანწყენა, რაზეც ნუცა ბუზალაძემ თქვა :

” არ მქონდა არანაირი დუეტი დაგეგმილი არც სოსოსთან და არც სხვა იქაურ ქართველებთან. როცა გავიგე „სამშობლო“, ისე მიყვარს ეს სიმღერა, რომ მისი შესრულება გადავწყვიტე”- აცხადეს მომღერალი, ნუცა ბუზალაძე „ტვ პირველთან“ ინტერვიუში, რითაც მოსკოვში ვიზიტთან და სოსო პავლიაშვილთან დუეტთან დაკავშირებით დასმულ კითვას უპასუხა.

„სხვათა შორის, ვიცოდი, რომ ეს ვიდეო როცა გავრცელდებოდა, ამას ასეთი ამბავი მოჰყვებოდა. მეც მექნებოდა ასეთი რეაქცია, რომ არ მცოდნოდა, ამის უკან რა არის. ეს იყო ჩემი უახლოესი მეგობრის დაბადების დღე და გააზრებულად მივიღე გადაწყვეტილება, რომ თუ აქ ვერ იხდიდა, იქ წავიდოდი მასთან ერთად. არ მქონდა არანაირი დუეტი დაგეგმილი არც სოსოსთან და არც სხვა იქაურ ქართველებთან. როცა გავიგე „სამშობლო“, ისე მიყვარს ეს სიმღერა, რომ მისი შესრულება გადავწყვიტე. ალბათ, ამაში შევცდი, რომ შეიძლება, არც უნდა მემღერა. მაგრამ როცა კომერციული არაა და ჩემი მეგობარია, მინდა ვიმღერებ და მინდა ვიცეკვებ… მივხვდი, რა იყო გაღიზიანების მიზეზი. არ მაქვს დრო, ვიკითხო, ვინ რა განცხადებებს აკეთებს და მაშინ არ ვიცოდი, რა განცხადებებს აკეთებდა სოსო პავლიაშვილი. როცა კარგად ხარ, ყველა შენ გაქებს და მოდაშია შენი ქება, ისინიც გაქებენ, როცა ბულინგია მოდაში, გაბულინგებენ, ასეთი „მეგობრების“ ნამდვილი სახეები დავინახე“,- ამბობდა ნუცა ბუზალაძე.

Back to top button