ახალი ამბები

(ფოტო) “უდიდესი ადამიანი დაიღუპა. ჩვენი ვაჟა აღარაა…” – ცნობილი ქართველი მწერალი გარდაიცვალა

👇საინტერესო სიახლეების გამოწერა👇

გარდაიცვალა ცნობილი ქართველი მწერალი და საზოგადო მოღვაწე ვალერი ვაჟას ძე ჯინჭარაძე. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მწერალთა შემოქმედებითი კავშირი ავრცელებს.

ვალერი ჯინჭარაძე დაიბადა 1960 წლის 19 ნოემბერს. საშუალო განათლების მიღების შემდეგ სწავლა განაგრძო თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე, რომელიც 1984 წელს დაასრულა. მას შემდეგ იგი ნაყოფიერ საზოგადოებრივ მოღვაწეობას ეწეოდა.

ვალერი ჯინჭარაძემ სამწერლო სარბიელზე პირველი ნაბიჯები 1978 წელს გადადგა, რომელსაც გაზეთ „ქუთაისში“ მისი პირველი მოთხრობა გამოქვეყნდა. მას შემდეგ ვალერი ჯინჭარაძის ნაწარმოებები პერიოდულად ქვეყნდებოდა ქართულ სალიტერატურო ჟურნალ-გაზეთებში, გამოდიოდა ცალკე წიგნებად.

მსგავსი სტატიები

Back to top button