სასწრაფოდ შეამოწმეთ თქვენი თავი!

ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები თავიდან არასოდეს იჩენს თავს, ისინი ძირითადად ვლინდება ხანგრძლივი ნეგატიური პროცესების შედეგად. დღევანდელ თემასთან დაკავშირებული მიზეზები კი ხერხემალსა და ზოგადად მთელს ზურგს ეხება, რომლის განვითარების პროცესებიც წლები გრძელდება, თავს კი “ბოლო წვეთის” შემთხვევაში იჩენს. დაავადებათა პროვოცირებზე კი ძირითადად გავლენას ახდენს მძიმე და არასწორი დატვირთვა, რომელიც მიმართულია ზურგსა და წელზე და არა ფეხებზე. სწორედ ასე ვითარდება მალთაშუა თიაქარი, იგივე ხერხემლის დისკოზი.
მალთაშუა თიაქარის გამომწვევი მიზეზები და სიმპტომები.
ხერხემლის მალთაშუა თიაქარი ფართოდ გავრცელებული დაავადებაა, რომელმაც შესაძლოა ხერხემლიდან გამომავალი პერიფერიული ნერვებისა და ზურგის ტვინის ნერვის დაზიანებამდეც მიგვიყვანოს და შრომისუნარიანი ადამიანი უუნარო გახადოს.
ძირითადი გამომწვევი მიზეზები:
* მალთაშუა თიაქარის ძირითადი გამომწვევი მიზეზები დეგენერაციული პროცესებია, რომლებიც მიმდინარეობენ დისკზე, კერძოდ კი არასწორი დატვირთვა, რომლის დროსაც მეტი ძალა მიმართულია ზურგზე და არა ფეხებზე; ასევე მუშაობისა თუ ჯდომის პროცესში არაკომფორტული პოზა. ხანგრძლივი დროის მანძილზე მსგავსი პროცესებით ყოფა კი ხელს უწყობს განადგურდეს მალთაშუა დისკები.
* ორგანიზმში არასაკმარისი წყლის არსებობა კი უკიდურესად ახდენს უარყოფით გავლენას შემაერთებლ ქსოვილებზე, მათ შორის მალთაშორის დისკზეც, მაშასადამე სიმშრალე (წყლის არ არსებობა) სერიოზულად ზრდის თიაქარის წარმოშობის ფაქტორს.
* ერთ-ერთ ფაქტორს წარმოადგენს მალთაშუა თიაქარის განვითარებაში ფიზიკური აქტივობის სიმცირე ან არ არსებობა. (მეტი იმოძრავეთ და ივარჯიშეთ)
* საგრძნობლად უწყობს ხელს მალთაშუა თიაქარის განვითარებას არასწორი კვება, დიეტა. ხერხემალსა და მალთაშუა დისკს აქტიურად სჭირდება ისეთი ელემენტები, როგორიცაა კალციუმი, მაგნიუმი, ფოსფორი, კალიუმი, ქონდროიტინი, გლუკოზამინი და ა.შ, რომელთა დეფიციტის გამო ძვლები ხდება ფოროვანი და სუსტი და მალთაშუა დისკები დაიწყებს ჩაშლას. ასე, რომ სწორი და ჯანსაღი კვება თქვენი ზურგისა და ხერხემლის ჯანმრთელობის საწინდარია.
ამერიკის აკადემიის ქირურგი-ორთოპედების თქმით ხერხემლის მალთაშუა თიაქარმა იცის წვის სახით ტკივილი. გამომდინარე იქიდან, თუ სად გაჩნდა თიაქარი (ხერხემლის რომელ ადგილას), შესაბამისად იგრძნობთ წვას წელისა და სხეულის მიმდებარე ნებისმიერ ნაწილში.
მაგალითად, თუ თიაქარი კისრის მიდამოშია, ტკივილს იგრძნობთ მხრებსა და მკლავებზე. თუ თიაქარი გაღიზიანდა, მაშინ ეს გამოიწვევს სენსორულ პრობლემებს. ასეთ შემთხვევაში ადამიანები ხშირად უჩივიან თითების, ხელების ან ფეხების ტკივილს, ასევე ჩხვლეტას კიდურებში.
ერთ-ერთი გავრცელებული მახასიათებელია ასევე კუნთების სისუსტე. თიაქარის ზურგზე ზეწოლა საგრძნობლად აქვეითებს კუნთების ტონუსს და შესაბამისად ვითარდება სისუსტე.
ილუსტრაციაში ნაჩვენებია ტკივილის ლოკალიზაცია წელისა და ხერხემლის თიაქარის არსებობის შემთხვევაში.
სიმპტომები: მალთაშუა თიაქარის დროს სიმპტომები ასეთია- ტკივილი წელს ქვევით; დისკომფორტი შარდვის დროს; შარდვის შეუკავებლობა; ყაბზობა (შეკრულობა); ჩხვლეტითი შეგრძნებები კიდურებში (ხელებსა და ფეხებზე); კიდურების დაბუჟება და ტკივილი; ზურგისა და დუნდულების ტკივილი; საერთო სისუსტე.
P.S. თუ კი აღმოაჩენთ, რომ მსგავსი სიმპტომები გახასიათებთ, მიაკითხეთ ექიმს, რათა მოხდეს დროული და სწორი მკურნალობა. ჯანმრთელობას გისურვებთ.