“უსაზიზღრესი და გულის ამრევი ვიდეოა,ნათლად ჩანს ჩემი სახე ჩასმული და..” – ნახეთ ბაბი კირკიტაძის შემაშფოთებელი განცხადება
სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში რამდენიმე საათია ბაბი კირკიტაძის გამოკითხვა მიმდინარეობს. პირადი ცხოვრების ამსახველი ყალბი ვიდეომასალის გავრცელების საქმეს კოკა კაციტაძის უწყება იძიებს.როგორც ბაბი კირტიკაძემ ჟურნალისტებთან უწყებაში მისვლისას განაცხადა, გამომძიებლებს მტკიცებულება მიუტანა. დაზარალებული ამბობს, რომ სოციალური ქსელის ე.წ. „ჩატებში“ გავრცელებული დამონტაჟებული ყალბი ვიდეო ბინძური ფაბრიკაციაა.
„ჩემი მთავარი მიზანი და მოტივაციაა, რომ ყველა, ვინც ეს ვიდეო დაამონტაჟა, მოიფიქრა, თითოეული გამავრცელებელი უნდა ვიპოვოთ. მათ უნდა ჰქონდეთ იმის შეგრძნება, რომ არიან დამნაშავეები და პასუხს აგებენ ამ ყველაფერზე. დარწმუნებული ვარ, რომ საგამოძიებო სტრუქტურა ბოლომდე იქნება ჩართული და ერთად შევძლებთ იმას, რომ მაქსიმალურად სწრაფად გამოვავლინოთ ყველა დამნაშავე.
აქ [ვიდეოში] არის ხმა გადადებული, სახე არც თუ ისე უხარისხოდ ჩასმული და მოკლედ, საკმაოდ კარგი ნამუშევარია. რაც შეეხება გავრცელების არეალს, არ ვიცი ზუსტად. მეუბნებიან, რომ სხვადასხვა პლატფორმაზე შეხვდათ. ამ ყველაფერს უკვე გამოძიებას მოვუყვები. საზიზღარი, გულის ამრევი ვიდეოა, სადაც ნათლად არის ჩემი სახე ჩასმული, ასევე ჟღერდება ვიდეოში ჩემი სახელიც“, – აღნიშნა ბაბი კირკიტაძემ ჟურნალისტებთან.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ, ბაბი კირკიტაძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მის შესახებ ჩათებში ვიდეომონტაჟი გავრცელდა, რის გამოც ის სარჩელის შეტანას გეგმავდა.
წყარო: siaxleni. com