ახალი ამბები
რუსთავში, ქვეითთა გადასასვლელზე ავტომობილი მამა-შვილს შეეჯახა – რა ხდება ადგილზე?
რუსთავში, მეგობრობის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
“ინფო რუსთავის” ინფორმაციით, ქვეითთა გადასასვლელზე მსუბუქი ავტომობილი მამა-შვილს შეეჯახა.
დაშავებული მამაკაცი და მცირეწლოვანი კლინიკაში გადაიყვანეს. როგორია მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ჯერ-ჯერობით უცნობია.
ადგილზე სასწრაფო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟია მობილოზებული.