მე-5 მსხვერპლი რომელიც ჯუჭის ოპერაციას ემსხვერპლა,ვინ არის ახალგაზრდა ქალი რომელიც ახლახანს ტრაგიკულად დაიღუპა.
„კუჭი გაეხვრიტათ. მერე ინფექციაც და ყველა უბედურება დაერთო. დაღუპეს ანგელოზი, სიცოცხლით სავსე ქალი,“ – წერს გარდაცვლილის ახლობელი სოციალურ ქსელში.
ამ უმძიმეს ამბავს გარდაცვლილი ქალის დედაც ეხმიანება სოციალურ ქსელში და წერს, რომ მას შვილი კლინიკაში მოუკლეს.
“ჩემი შვილია, ემიგრანტი, კეთილი, პატიოსანი, მწერალი, ენით აუწერელი სიკეთის მატარებელი. ქველმოქმედების დამფუძნებელი. ყოველთვე 100 ევროს წირავდა და ჰყავდა ბევრი მიმდევარიც. ისინიც წირავდნენ, მაგრამ სახელი და გვარები არ ჟღერდებოდა. აი ასეთი კაცთმოყვარე, უკეთილშობილესი შვილი მომიკლეს თურქეთში, სამსუნის კლინიკაში. დამიღუპეს კარგი შვილი, კარგი დედა, კარგი ბებია და უძვირფასესი ადამიანი. ალბათ კომენტარებსაც კითხულობთ… ხალხო, არ შეცდეთ არ წახვიდეთ, ამ სამსუნის კლინიკაში სასაკლაოა გახსნილი. მე-5 მსხვერპლი ჩემი შვილია, რაც ჩვენ ვიცით. ფრთხილად ადამიანებო. სწორი კვებით დაიკელით წონაში… ასე დაგვღუპა ჩემმა შვილმა. მას შეეძლო სწორი კვებით დაეკლო, მაგრამ…”, – წერს მომხდარით განადგურებული დედა.
ბევრი ადამიანი გამოთქვამს წუხილს მომხდარი ტრაგედიის გამო და ემშვიდობება გარდაცვლილს. ემოციურია მისი შვილიშვილის სტატუსიც:
“ბებო, ჩემო თბილო და ტკბილო ბებიკო, რატო წახვედი? ჩვენი ყველას დიდი იმედი იყავი შენ, რამდენი სიკეთე მახსოვს შენგან, სულ გვერდით მედექი, რამე ნათქვამი არ მქონდა იმ წუთასვე მე გაგიკებ ბე, მეტყოდი. რატო არ დამაცადე ბე, რომ მეც გამეკეთებინა შენთვის რამე და გამეხარებია შენი გული. რა ბედნიერი იყავი იტალიაში რომ ჩამოვედით, ყველას ურეკავდი… ყველაზე კეთილი ადამიანი იყავი შენ, ძაან მიყვარხარ. ჩემი ყველაზე დიდი ტკივილი ხარ”, – წერს შვილიშვილი.
როგორც ირკვევა, გარდაცვლილი თამარ კინწურია ლექსებს და რომანებს წერდა. მისი რომანი “ქალი წარსულიდან” რამდენიმე წლის წინ გამოიცა კიდეც. ამ წიგნზე თავისი შეფასება 2020 წელს აქვს გაკეთებული წიგნის რედაქტორს, ბატონ ზაურ ნაჭყებიას, რომელმაც საზოგადოებას წიგნის წინასიტყვაობაც გააცნო:
“აფეთქებული სიყვარულით, აფეთქებული ავტორი! თამარ კინწურია მოულოდნელად შემოვიდა მწერლობაში – ცხოვრების სირთულისგან დაღლილმა და იძულებით შრომით ემიგრაციაში გადახვეწილმა, შვება ჯერ პოეტურ სტრიქონებში ჰპოვა, შემდეგ, ჩანახატებსაც „მოუსინჯა გემო“, ბოლოს კი რომანსაც წაეპოტინა. თვითონაც უკვირს, როგორ გაბედა ქართულ სიტყვასთან ჭიდილი, მითუმეტეს, საკუთარი განცდებისა და ემოციების საჯაროდ გამოტანა. რომანის – „ქალი წარსულიდან“ -ავტორი ემგირანტი ქალბატონია, რომელიც გაუსაძლისმა პირობებმა აიძულა საზღვარგარეთ ეპოვა პური არსობისა და ამით ვალებში ჩავარდნილი ოჯახი გადაერჩინა. სამშობლოს დაშორებით გამოწვეული ნოსტალგია აფორიაქებს მისი სულის სიმებს, კალეიდოსკოპივით იშლება წარსული, რომელმაც ბევრი ტკივილი მოუტანა, თუმცა, ბევრი სიხარულიც აჩუქა! ნაწარმოებში აღწერილი ისტორია საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი კუთხის – იმერეთის პატარა რაიონში ვითარდება…”
როგორც ირკვევა, თამარი იტალიაში მუშაობდა და როგორც ჩანს თურქეთში ოპერაციის გასაკეთებლად ჩავიდა..
„თამრი! ორი თვით არ მემეტებოდი საქართველოში წასასვლელად, შენ კი სულ, სულ წახვედი. შენი სიკეთე გაგინათებს გზას იმ სამყაროში, მომენატრები ძალიან“…
„ჩემო თამრო, თამრიკო, ყვავილები იტალიელებმა მოგართვეს. ყველგან სიყვარულს და სიკეთეს თესავდი, სადაც არ უნდა მისულიყავი. რატომ შემაყვარე ასე თავი და მალევე წახვედი, ვტირი, მაგრამ ვერ გშველი. როგორ მეპატიჟებოდი ქუთაისში, შენთან სახლში, ახლა მხოლოდ შენ საფლავზე მოვალ ყვავილებით,“ – წერენ გარდაცვლილის მეგობრები.
გარდაცვლილ ქალბატონს მშობლიურ კუთხეში სამშაბათს დაკრძალავენ. როგორც ოჯახის წევრმა მითხრა, მისი დაკრძალვის შემდეგ ისაუბრებენ მომხდარის დეტალებზე.
ჩვენ შევეცდებით რამდენიმე დღეში ისევ დავუკავშირდეთ მისი ოჯახის წევრებს და მოვისმინოთ მათი პოზიცია მომხდარ ტრაგედიაზე.
წყარო: “კვირის პალიტრა”