“საქართველოს უჩენენ ბევრად დიდ საფრთხეს და ამას ეძახიან საქართველოს ინტერესებს”– პრეზიდენტი მიმართვას ავრცელებს
პრეზიდენტისსოციალურ ქსელში შეერთებული შტატების მთავრობის მიერ საქართველოში სწავლება “ღირსეული პარტნიორის” გაურკვეველი დროით გადადებას ეხმაურება.
როგორც სალომე ზურაბიშვილი წერს, “საფრთხეს უქმნიან ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას – ამას ეძახიან საქართველოს ინტერესებს”.
ევროპის გზა საფრთხის ქვეშ დააყენეს რუსული კანონის მიღებით, ამერიკელ პარტნიორების შეურაცხყოფით და მათ მიმართ წარმოთქმულ ბრალდებების (მეორე ფრონტი თუ გადატრიალებისა) შედეგად ეხლა საფრთხეს უქმნიან ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას, რომელსაც ეფუძნება ჩვენი თავდაცვის ძალების გაძლიერება და ნატოს სტანდარტებზე აყვანა.
ამას ეძახიან საქართველოს ინტერესებს… ამ დროს დასუსტებულ და იზოლირებულ საქართველოს უჩენენ ბევრად დიდ საფრთხეს, – წერს ზურაბიშვილი.
ცნობისთვის, აშშ-მა საქართველოში სწავლება “ღირსეული პარტნიორი”, რომელიც 25 ივლისიდან 6 აგვისტომდე უნდა გამართულიყო, განუსაზღვრელი ვადით გადადო – განცხადებას შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტი ავრცელებს.
განცხადებაში წერია, რომ ეს გადაწყვეტილება გამოიწვია “საქართველოს მთავრობის ცრუ ბრალდებებმა შეერთებული შტატებისა და სხვა დასავლური სუბიექტების მიმართ, რომ ისინი ზეწოლას ახდენდნენ საქართველოზე, გაეხსნა მეორე ფრონტი რუსეთის წინააღმდეგ უკრაინაზე ზეწოლის შესამსუბუქებლად და მონაწილეობა მიეღო გადატრიალების მცდელობებში”.