საინტერესო

მეცნიერებმა დაადგინეს სექსის ზუსტი რაოდენობა თითოეული ასაკის ადამიანისთვის

👇საინტერესო სიახლეების გამოწერა👇

იცით, ვინ უფრო ხშირად კავდება სექსით – 20 წლის თუ 40 წლის? და რა ასაკში სჭირდება ადამიანს ყველაზე მეტად ინტიმური სიახლოვე? ამერიკელმა მეცნიერებმა სხვადასხვა ასაკისა და სქესის ადამიანებს შორის კვლევები იმის დასადგენად ჩაატარეს თუ როგორ მოქმედებს წლები სექსის საჭიროებაზე. პლანეტის მცხოვრებთა სექსუალური ცხოვრების შესწავლაზე ფართომასშტაბიანი სამუშაოები კინსის ინსტიტუტის მეცნიერებმა ინდიანას უნივერსიტეტის სპეციალისტებთან ერთად ჩაატარეს. მათი მუშაობის მთავარი მიზანი სხვადასხვა ასაკში სექსუალური კონტაქტების რაოდენობის დათვლა იყო.

რა თქმა უნდა, მსურს დავიჯერო რომ 40 წელს გადაცილებული ადამიანები უფრო ტემპერამენტულები და სექსუალურები არიან თავიანთი ცხოვრებისა და ინტიმური გამოცდილების გამო, თუმცა სამწუხაროდ, ეს ასე არ არის. კვლევების თანახმად, ზუსტად არის დადგენილი რომ სექსუალური აქტივობის პიკი 19-დან 29 წლამდე მერყეობს. მამაკაცები და ქალები ინტიმური ურთიერთობებით ყველაზე ხშირად სწორედ ამ პერიოდში ტკბებიან. საშუალოდ, ამ ასაკის ბიჭები და გოგონები სქესობრივი აქტით წელიწადში 112-ჯერ კავდებიან ანუ კვირაში 2-ჯერ. 30-დან 39 წლამდე ასაკის პირებს კი სქესობრივი კავშირი წელიწადში 86-ჯერ აქვთ ანუ კვირაში 1, 6-ჯერ.

ეს მაჩვენებელი სექსთან მიმართებაში უცნაურად ჟღერს, მაგრამ ის მხოლოდ სტატისტიკას ასახავს და არა შემთხვევებს, როცა წყვილმა ინტიმური სიახლოვე ლოტოს სათამაშოდ ან საყვარელი სატელევიზიო შოუს საყურებლად შეწყვიტა. 40 წელს გადაცილებულებს სექსი წელიწადში 69-ჯერ ქვთ, რაც 20 წლის ახალგაზრდებთან შედარებით ორჯერ ნაკლებია, და ეს ლოგიკურიცაა ვინაიდან ისინი ხომ მათზე 2-ჯერ უფროსები არიან. მეცნიერები ირწმუნებიან რომ საქმე არა ლიბიდოს მკვეთრ დაცემაშია, არამედ საოჯახო საქმეების სიმრავლეში, სამსახურში არსებულ პრობლემებში, ბავშვებისა და შვილიშვილების არსეობაში, რაც 40 წელს გადაცილებულებს განმარტოებაში მეტისმეტად უშლით ხელს.

მკვლევარები 40-დან 49 წლამდე შუალედზე შეჩერდნენ და საკითხის შესწავლა აღარ განაგრძეს, რატომ? ვინ იცის – იქნებ იმიტომ რომ მათთვის არ ეწყენინებინათ, ვინც 6 ათეულს უკვე დიდი ხნის წინ გადააბიჯა.

მსგავსი სტატიები

Back to top button