ახალი ამბები

”ვაიმე როგორ მეტკინა გული…” – ვინ არის 18 წლის ბიჭი, რომლის ტრაგიკულმა სიკვდილმა მთელი ქუთაისი შეძრა (ფოტო)

დიდი ტრაგედია დატრიალდა ქუთაისში. რუსთაველის გამზირზე ახალგაზრდა მოტოციკლისტი ავარიას ემსხვერპლა. შემთხვევა გუშინ ღამით მოხდა.
შსს-მ გამოძიება 276- ე მუხლით, ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის საფუძველზე დაიწყო, რაც ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან თორმეტ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

გარდაცვლილი, 18 წლის ნუგო კირკიტაძეა. მას სოციალურ ქსელში მეგობრები ემშვიდობებიან.
”გაფ ქუთაისის ადმინისტრაცია, ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ჩვენი უნიჭიერესი კინოლოგის, ნუგო კირკიტაძის, ტრაგიკულად დაღუპვის გამო და უსამძიმრებს ოჯახს და მის ახლობლებს… 💔” – წერს გაფ ქუთაისის ადმინისტრაცია.
”ვაიმე ღმერთო როგორ მეტკინა გული, ნუგო…” – წერს ახლობელი

ასევე გირჩევთ

Back to top button