ახალი ამბები

(ვიდეო) ”დედა როგორი გახარებულია…” – ისრაელის კლინიკიდან 8 წლის დათის კადრები ვრცელდება, რომელიც ძალიან გაგახარებთ

შარტავას ქუჩაზე დაშავებული 8 წლის მოზარდი დათი ქოქრაშვილი კვლავ ისრაელის კლინიკაში რჩება. ცოტახნის წინ სოც ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ბაია დვალიშვილი დათის დედას ვიდეოთვალით ელაპარაკება, კადრში გამოჩნდა დათიც და ხალხს მიესალმა. ვიდეოში როგორც ჩანს დედა ძალიან გახარებულია, რომ ბავშვი უკვე გონს მოვიდა.

ბავშვის მამის ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ ექიმებმა დააიმედეს და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, ის მაინც სტაბილურად მძიმე მდგომარეობაშია და დიდ ტკივილებს განიცდის.

იმისთვის, რომ დათი გადარჩეს, ნახევარი მილიონი დოლარია საჭირო.

დავეხმაროთ დათის – ანგარიშის ნომრები

GE90BG0000000101545483

GE05TB7962745064300024

ასევე გირჩევთ

Back to top button