fbpx
ახალი ამბები

“გაოგნებულია, ვერ იხსენებს რა მოხდა…” – რა უთხრა ადვოკას კაცმა, რომელმაც საკუთარ ცოლს ყელი გამოჭრა

“ფაქ­ტებს ვერ იხ­სე­ნებს, გა­ოგ­ნე­ბუ­ლია მომ­ხდა­რით, სი­ნა­ნულ­შია და რა მოხ­და ჯერ­ჯე­რო­ბით, ამის აღ­დგე­ნა უჭირს”, – ამის შე­სა­ხებ სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ტრან­სპორ­ტში ცო­ლის მკვლე­ლო­ბის­თვის და­კა­ვე­ბუ­ლი პი­რის ად­ვო­კატ­მა, სულ­ხან კო­მა­ხი­ძემ “ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ გა­ნუ­ცხა­და.

ად­ვო­კა­ტის თქმით, ამ დრო­ის­თვის უც­ნო­ბია, თუ რო­დის მოხ­დე­ბა ბრა­ლის წარ­დგე­ნა.
“ბრა­ლის წარ­დგე­ნა ჯერ არ ყო­ფი­ლა და არ გვაქვს ინ­ფორ­მა­ცია, რო­დის იქ­ნე­ბა, ამა­ზე პრო­კუ­რო­რი იღებს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას. შევ­ხვდი მას [და­კა­ვე­ბულს] და ფაქ­ტებს ვერ იხ­სე­ნებს, გა­ოგ­ნე­ბუ­ლია მომ­ხდა­რით, სი­ნა­ნულ­შია და რა მოხ­და ჯერ­ჯე­რო­ბით, ამის აღ­დგე­ნა უჭირს“, – გა­ნა­ცხა­და სულ­ხან კო­მა­ხი­ძემ.

ცნო­ბის­თვის, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, თბი­ლის­ში, გუ­რა­მიშ­ვი­ლის გამ­ზირ­ზე ახალ­გაზ­რდა ქალი ქმარ­მა ეჭ­ვი­ა­ნო­ბის ნი­ა­დაგ­ზე მოკ­ლა.

გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბულ­მა, მიმ­დი­ნა­რე წლის 21 მა­ისს, თბი­ლის­ში, გუ­რა­მიშ­ვი­ლის გამ­ზირ­ზე, სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ტრან­სპორ­ტში, ეჭ­ვი­ა­ნო­ბის ნი­ა­დაგ­ზე მე­უღ­ლეს – 1991 წელს და­ბა­დე­ბულ ს.კ.-ს, ცივი ია­რა­ღით მრავ­ლო­ბი­თი ჭრი­ლო­ბა მი­ა­ყე­ნა, რის შე­დე­გა­დაც ს.კ. ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა, და­ნა­შა­ულ­ში ბრალ­დე­ბუ­ლი პირი შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე­ვე და­ა­კა­ვეს. ნივთმტკი­ცე­ბად ამო­ღე­ბუ­ლია და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის ია­რა­ღი – დანა.

და­ნა­შა­უ­ლი 13-დან 17 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

ასევე გირჩევთ

Back to top button