fbpx
ახალი ამბები

”ჩემნაირი დედებისთვის რამე სასჯელი არ არსებობს? ჩემი ხელით მოვკალი ჩემი შვილი…” – სულისშემძვრელი ამბავი

არასამთავრობო ორგანიზაცია „საფარის“ იურისტი ცირა ჯგერენაია ფემიციდის ფაქტებს ეხმაურება და ერთ შემთხვევას იხსენებს. ეს ფაქტი გამორჩეულია იმით, რომ ქმრისგან მოკლული ქალის დედა ითხოვდა სასჯელს, რადგან შვილს მოთმენას აიძულებდა.

„უკვე რამდენიმე წელია, ჩემს სამსახურის ტელეფონზე დღეში რამდენიმე ზარი შემოდის. ძირითადად ქალები მირეკავენ და მათზე ძალადობის ამბებს მიყვებიან. ბევრნაირი ამბავი მაქვს მოსმენილი, მაგრამ არის ერთი ისეთი, რომელიც არასოდეს დამავიწყდება. ხმის მიხედვით შუახნის ქალი იყო და მითხრა რომ მის ქალიშვილზე წლების მანძილზე ძალადობდა ქმარი.

– ჩემთანაც გამოქცეულა ბევრჯერ, რამდენჯერმე თვალიც ჰქონდა ჩალურჯებული, მე კი ვეუბნებოდი, რომ უნდა მოეთმინა და ოჯახი არ უნდა დაენგრია.

– არაუშავს, ახლაც შეგვიძლია მივმართოთ პოლიციას, მე დაგეხმარებით, არ არის გვიანი.

– გვიანია შვილო, დიდი ხანია ციხეშია უკვე, მომიკლა შვილი მაგ ნაძირალამ.

– იქნებ რამით შემიძლია დახმარება?

– მე მარტო იმის კითხვა მინდოდა, ჩემნაირი დედებისთვის რამე სასჯელი არ არსებობს? მეც რომ ჩამსვან ციხეში? ჩემი ხელით მოვკალი ჩემი შვილი.

მგონი პირველად არ ვიცოდი რა მეთქვა. ის ტიროდა და მე ხმას ვერ ვიღებდი.

p.s როცა ასეთ ამბებს ვყვები, ზოგს ისე დაუჯერებლად ეჩვენება, ჰგონიათ რომ ვიგონებ ან ვაბუქებ, არადა სამწუხაროდ არასოდეს დამჭირვებია ერთი სიტყვის დამძიმებაც კი, პირიქით“, – წერს იურისტი.

ასევე გირჩევთ

Back to top button