fbpx
ახალი ამბები

ამ წუთებში ვრცელდება ინფორმაცია პუტინს თავს დაესხნენ

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს უფროსის განცხადებით, უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყების შემდეგ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის თავს დაესხნენ და მისი მოკვლა სცადეს. 

კირილ ბუდანოვი, ,,უკრაინსკაია პრავდასთვის” მიცემულ ინტერვუში აცხადებს, რომ კრემლი ამ თავდასხმას მალავდა. 

პუტინზე თავდასხმა განხორციელდა, თავდამსხმელები კავკასიელები იყვნენ. ეს არის არა საჯარო ინფორმაცია. 

ეს იყო წარუმატებელი თავდასხმა, თუმცა, მას ნამდვილად ჰქონდა ადგილი. დაახლოებით 2 თვის ამბავია, კვლავ ვიმეორებ, ის იყო წარუმატებელი და ის არ გასაჯაროვებულა, თუმცა, ნამდვილად მოხდა– განაცხადა ბუდანოვმა. 

ცოტა ხნის წინ ცნობილმა რუსმა უფლებადამცველი და ბლოგერი, მარკ ფეიგინი, ასევე წერდა პუტინის უცნაური თავისებურებების შესახებ.

მაგალითად, პუტინი მიღებებისა თუ შეხვედრების დროს არასოდეს სვამს არც წყალს, არც სასმელს, რადგან მოწამვლის ეშინია; ასევე, საჩუქრებს, რომელსაც პრეზიდენტს ჩუქნიან, უსაფრთხოების სამსახური ლაბორატორიულად ამოწმებს, ხომ არ შეიცავს ნაჩუქარი ნივთი პრეზიდენტის სიცოცხლისთვის საშიშ ნივთიერებებს. 
წყარო

ასევე გირჩევთ

Back to top button