შვილგარდაცვლილ, ვაჟგარდაცვლილ რიგებს კიდევ ერთი ადამიანი შემოგვემატა – დავით ქართველიშვილის ემოციური პოსტი ბუკა პეტრიაშვილის შვილზე
პროზაიკოსი, ესეისტი დავით ქართველიშვილი ბუკა პეტრიაშვილის შვილის ტრაგიკულად გარდაცვალების შემდეგ, სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს.
“ბაჩოს ტრაგედიაზე თანაგრძნობის პირველი გზავნილი მივიღე შალვა ნათელაშვილისგან – მანამდე არც ერთი პირადი გადაკვეთა არ გვქონია. პანაშვიდის დროს გვერდიდან არ მომცილდა რუსუდან თევზაძე. მაშინაც და დღესაც – სხვადასხვა პოლიტიკურ ბანაკებში ვიყავით და ვართ. მაგრამ ქართველობა და ადამიანობა ყველას გადაგვარჩენს საბოლოო ჯამში. არ ვიცნობ პირადად არც ბუკა პეტრიაშვილს, მასთანაც “ბარიკადების” სხვადასხვა მხარეს ვართ. მაგრამ, ისევე როგორც საკუთარ ტრაგედიას – ისე ვიღებ და ისე ვუთანაგრძნობ. შვილგარდაცვლილ, ვაჟგარდაცვლილ რიგებს კიდევ ერთი ადამიანი შემოგვემატა და ამ ჯვრის ტარება მოგვიწევს აწი ჩვენს ბიჭებთან გარდაუვალ შეხვედრამდე”