fbpx
ახალი ამბები

„ასეთი საზარელი შედეგი თუ დადგებოდა, არავინ იცოდა…“ – რა გახდა ლევან კბილაშვილის გარდაცვალების მიზეზი

ვრცელდება ინფორმაცია, რომ მოსკოვში გარდაცვლილ მომღერალს, ლევან კბილაშვილს სიმსივნე ჰქონდა, თუმცა ამას მისი კოლეგა მეგობრები არ ადასტურებენ.
როგორც “პრაიმტაიმთან” საუბარში სალომე ბაკურაძე ამბობს, კორონავირუსის გადატანის შემდეგ ლევანს ჯერ სისხლის, შემდეგ კი ძვლის პრობლემა შეექმნა…

საქართველოში მყოფი კოლეგები მის გარდაცვალებას ჯანმრთელობის ამ პრობლემებს უკავშირებენ.

“ლევან კბილაშვილი მუსიკალურ პროექტ “ჯეოსტარში” ჩემს შემდეგ წელს მონაწილეობდა. წინა “ჯეოსტარელები” ბექში ვმღეროდით, აქტიურად ვიყავით პროექტში ჩართულები, ლევანი მაშინ გავიცანი და ის ძალიან დიდი სიყვარულით მახსენდება.

ხუთი დღის წინ დაბადების დღე მივულოცე, დღეს კი ასეთი საშინელი რამ შევიტყვეთ, ახლა ლევანის გლოვა გვიწევს.

როგორც ვიცი, მისი გარდაცვალების მიზეზი ძვლის პრობლემა გახდა. ვიცოდი, რომ ფეხი აწუხებდა, ხელჯოხით გადაადგილდებოდა, კორონავირუსის გადატანის შემდეგ კიდური დაეთრომბა, მკურნალობდა კიდეც, თუმცა ასეთი საზარელი შედეგი თუ დადგებოდა, არავინ იცოდა…

შოკში ვარ, ოთოს (ნემსაძე) დავურეკე იმ წამსვე… მისგან გავიგე ეს დეტალები რაც ვიცი… დღეს ვფიქრობდი, ლევანი სიკვდილს ერთხელ ძლივს გადაურჩა, როცა ავტოკატასტროფაში მოჰყვა, ახლა კი მაინც ლევანის ტირილი მოგვიწია, ასე ნაადრევად…” – ამბობს სალომე ბაკურაძე.

ასევე გირჩევთ

Back to top button