fbpx
ახალი ამბები

400 ლარი ყოველთვიურად – ნახეთ ვის ისარგებლებს ამ დაფინანსებით

აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა განვითარებისა და ადაპტური ფუნქციონირების დონის შეფასება და
ინდივიდუალური განვითარების პროგრამა თბილისის მერიაში ფუნქციონირებს, რომელიც თვეში 400 ლარით ფინანსდება.

“პრაიმტაიმის” ამ სტატიაში ნახავთ, ვის და როგორ შეუძლია აღნიშნული პროგრამით სარგებლობა.

ბ) „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეფასებისა და გეგმის წარდგენა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურში, ხოლო ინდივიდუალური გეგმის ცვლილების შემთხვევაში, კორექტირებული გეგმის წარდგენა, არაუგვიანეს შეცვლილი ინდივიდუალური გეგმის თვის წინა თვისა;

გ) ბავშვის მოტორული, შემეცნებითი, სოციალური განვითარების, თვითმოვლის და დამოუკიდებლად ფუნქციონირების უნარების ჩამოყალიბების ხელშეწყობა. აღნიშნული ღონისძიება მოიცავს მულტიდისციპლინური გუნდის, ერთიანი საჭიროების შემთხვევაში, რამდენიმე სპეციალისტის (ფსიქოლოგი, ფსიქიატრი, ნევროლოგი, ქცევითი თერაპევტი, ოკუპაციური თერაპევტი, ლოგოპედი, სპეციალური პედაგოგი და სხვა) მიერ, ინდივიდუალური განვითარების წლიური გეგმის შესაბამისად, მოსარგებლისათვის სეანსის მიწოდებას, (მ.შ. გამოყენებითი ქცევითი ანალიზის თერაპია, საჭიროებისამებრ მეტყველების თერაპია, ოკუპაციური/სენსორული თერაპია და სხვა;

დ) ბავშვის განვითარების ინდივიდუალური გეგმის განხორციელების უზრუნველყოფის მიზნით, მშობლის/კანონიერი
წარმომადგენლისთვის კონსულტაციის გაწევა;

ე) 6 თვეში ერთხელ, მოსარგებლისთვის გაწეული თერაპიის შედეგების შეფასება/გადაფასება საერთაშორისოდ აღიარებული მეთოდოლოგიების გამოყენებით (მ.შ. ABLLS-R, VB-MAPP და სხვა.) და ა(ა)იპი “საქართველოს ქცევის ანალიტიკოსთა ასოციაციის“ მიერ დამტკიცებული ანგარიშგების სტანდარტიზებული ფორმის მიხედვით, ელექტრონული სახით ანგარიშის წარდგენა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურში, აღნიშნული პერიოდის გასვლის შემდგომ 2 თვის განმავლობაში.

რა მოცულობით ფინანსდება მომსახურება?

ქვეპროგრამის ფარგლებში ფინანსდება კომპლექსური თერაპიის 20 (მინიმუმ ერთსაათიანი) სეანსი. სეანსის ღირებულება შეადგენს 20 ლარს. ხოლო თვის ვაუჩერის ღირებულება შეადგენს 400 ლარს.

ასევე გირჩევთ

Back to top button