fbpx
ახალი ამბები

ყველაზე რთული დღეები რომ მქონდა, ლევანი ჩამოვიდა ჩემთან და… – ნახეთ რა გაამხილა ნიკოლოზ წულუკიძემ ლევან კბილაშვილზე

„იმედის დღის“ გუნდის სახელით ლევან კბილაშვილის გარდაცვალების გამო სამძიმარი გამოთქვა ნიკოლოზ წულუკიძემ და აღნიშნა:
„ვერ დავასრულებთ დღევანდელ გადაცემას, რომ არ ვთქვათ ერთი ძალიან მაგარი ბიჭის გარდაცვალების შესახებ, რომელიც ელდასავით გავარდა – ლევან კბილაშვილი,

ახალგაზრდა მომღერალი, საოცარი გულიდან ამოსული სიმღერით გვეფინებოდა ყველას. ის ძალიან ახლობელია ჩემი ოჯახის და მახსოვს, რა სიყვარული ჰქონდა ქართული სიმღერის, რობერტ ბარძიმაშვილთან სიარულით დაწყებული, როგორ ვითარდებოდა და როგორ ოცნებობდა რაღაც დიდ კარიერაზე, მაშინ, როცა მართლა შეძლო, გარკვეული წარმატებისთვის მიეღწია, დაეწყო სოლოკარიერა და მისი ცხოვრება რომ სრულიად ახალ, მნიშვნელოვან ეტაპზე გადასულიყო, ასეთი უბედურება დატრიალდა. ჩემთვის განსაკუთრებულად რთულია, რადგან ჩემთვის ყველაზე რთულ დღეებში ჩამოვიდა ლევანი, ჩემთან ერთად იყო… ახალგაზრდა 31 წლის კაცი სიკეთისა და სიყვარულის გარდა არაფერს აკეთებდა.

ასევე გირჩევთ

Back to top button