საზოგადოება

(ფოტო) “ვერ გაარკვიეს, ქალი ვარ თუ კაცი. ისეთ კომენტარებს წერენ, რომ…” – ვინ არის ბოდიბილდერი ქალი, რომლის ცეკვამ “სელებრითებთან” სოცქსელები დაიპყრო

ბავშვობაში მშობლებმა ცურვაზე მიიყვანეს. რამდენიმე წლის შემდეგ, ქალთა წყალბურთის გუნდშიც თამაშობდა. 17 წლიდან უკვე თავად მუშაობდა ცურვის მასწავლებლად. ბოლო რამდენიმე წელია ფიტნესინსტრუქტორია. მისი დილა ადრიანად იწყება.

მხოლოდ შაბათ-კვირას ისვენებს, სხვა დღეებში მუდმივად სპორტდარბაზშია. 41 წლის იყო, ვარჯიში რომ დაიწყო, მას შემდეგ მოცურავე, ბოდიფიტნესის მიმდევარი, ფიტნესინსტრუქტორი, წარმატებული სპორტსმენი, არაერთი საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებული მაკა ხიზანიშვილი სულ ყურადღების ცენტრშია. ბოლო დღეებში მისი პერსონა კიდევ უფრო გააქტიურდა, რადგან სოციალურ ქსელში სხვადასხვა პლატფორმაზე მისი ცეკვის ვიდეოები გამოჩნდა და ბევრი დაინტერესდა ამ ქალბატონის ვინაობით.

– მაკა, ბოლო ხანს, განსაკუთრებით ბევრი ნახვა აქვს ვიდეოებს, სადაც თქვენ გივი სიხარულიძესა და გია ჯაჯანიძესთან ერთად ცეკვავთ. როგორც ჩანს, გიას გადაცემაში იყავით მიწვეული. სოციალურ ქსელში აქტიური ხართ, მაგრამ ამდენი გამოხმაურება მგონი, არც ერთ თქვენ ვიდეოს არ მოჰყოლია. თქვენი აზრით, რა არის ამის მიზეზი?

– დიახ, ეს ვიდეოები, რომ დავდე, არც ველოდი ასეთ გამოხმაურებას. რამდენიმე დღის წინ ტელევიზიიდან დამიკავშირდნენ, გადაცემაში მიმიწვიეს და მითხრეს, რომ 4 დღის განმავლობაში გადაღებები გრიგოლეთში იქნებოდა. დავთანხმდი, სამსახურიდან გავეთავისუფლე და ასე აღმოვჩნდი გრიგოლეთში, კარგ სასტავთან ერთად. მათ შორის იყო: გივი სიხარულიძე, ასმათ ტყაბლაძე, მაესტრო მორისი, მისი და და ა.შ. ერთ-ერთი ჩაწერის მერე, მორისმა მუსიკა ჩართო. ავცეკვდი. მოვიდნენ გია, გივი და ყველამ, ასე ვთქვათ, სპონტანურად ვიცეკვეთ, ეს დაგეგმილი არ ყოფილა. რაც შეეხება ხალხის რეაქციას, მიზეზი ალბათ ის არის, რომ ვიდეოებზე “სელებრითებთან” ერთად ვარ, ჩემმა ვიზუალმაც იმოქმედა, ვერ გაარკვიეს, ქალი ვარ თუ კაცი. ისეთ კომენტარებს წერენ, რომ… მაგრამ მე არ ვკითხულობ, უბრალოდ მეუბნებიან ხოლმე. იმდენი კომენტარია, რომც მინდოდეს, ფიზიკურად ვერც წავიკითხავ. შეჩვეული ვარ, ყურადღებას არ ვაქცევ.

კითხვის გაგრძელება

ასევე გირჩევთ

Back to top button