ცნობილი გახდა ვინ არის 4 შვილის მამა, რომელიც რესტორან “კახელებთან” ჩაცხრილეს – მომხდარის ახალი დეტალები – geonewest.com
ახალი ამბები

ცნობილი გახდა ვინ არის 4 შვილის მამა, რომელიც რესტორან “კახელებთან” ჩაცხრილეს – მომხდარის ახალი დეტალები

გუ­შინ ლი­ლოს და­სახ­ლე­ბა­ში მკვლე­ლო­ბა მოხ­და. რეს­ტო­რან “კა­ხე­ლებ­თან” მა­მა­კა­ცი ავ­ტო­მო­ბილ­ში ეს­რო­ლეს. მოკ­ლუ­ლია 47 წლის მა­მა­კა­ცი თე­მურ ტო­ლი­აშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც ავე­ჯის ბიზ­ნესს ფლობ­და. მას 4 შვი­ლი დარ­ჩა.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სრო­ლის შემ­დეგ დაჭ­რი­ლი მა­მა­კა­ცი სა­კუ­თა­რი თა­ვის გა­დარ­ჩე­ნას ცდი­ლობ­და, რა დრო­საც და­სუფ­თა­ვე­ბის მან­ქა­ნას შე­ე­ჯა­ხა.

“ქვე­ვით მო­სახ­ვევ­ში ეს­რო­ლეს გა­ჩე­რე­ბულ მა­მა­კაცს. რამ­დენ­ჯერ­მეა აქვს გახ­სნი­ლი. 40-წლამ­დე კა­ცია. ნომ­რე­ბიც მოხ­სნი­ლი ჰქონ­და. აქა­უ­რი არ არის. მან­ქა­ნაც არ მეც­ნო­ბა”, – ამ­ბობს ად­გი­ლობ­რი­ვი.

მომ­ხდარ მკვლე­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით 2 პირი ცხელ კვალ­ზე და­ა­კა­ვა. შსს-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, სრო­ლას წინ ურ­თი­ერ­თშე­ლა­პა­რა­კე­ბა უძღო­და.

“ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს თბი­ლი­სის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ცხელ კვალ­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი­სა და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, 1986 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ლ.კ. გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით, ხოლო 1990 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ზ.შ. გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბის­თვის და­ა­კა­ვეს. და­ნა­შა­უ­ლი 15 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ მიმ­დი­ნა­რე წლის 31 იან­ვარს, ურ­თი­ერ­თშე­ლა­პა­რა­კე­ბის ნი­ა­დაგ­ზე, ბრალ­დე­ბულ­მა, თბი­ლის­ში, 1977 წელს და­ბა­დე­ბულ თ.ტ.-ს ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან რამ­დე­ნი­მე ჭრი­ლო­ბა მი­ა­ყე­ნა. მი­ყე­ნე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბის შე­დე­გად თ.ტ., მომ­ხდა­რი­დან რამ­დე­ნი­მე წუთ­ში სა­კუ­თარ ავ­ტო­მო­ბილ­ში­ვე გარ­და­იც­ვა­ლა.

მომ­ხდა­რი­დან რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში ლ.კ. პო­ლი­ცი­ა­ში გა­მო­ცხად­და და და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის ია­რა­ღი წარ­მო­ად­გი­ნა. შე­სა­ბა­მი­სი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის ჩა­ტა­რე­ბის შემ­დეგ ის ბრალ­დე­ბუ­ლის სა­ხით და­კავ­და. გა­მო­ძი­ე­ბით ასე­ვე დად­გინ­და, რომ მკვლე­ლო­ბის ფაქტს შე­ეს­წრო ზ.შ., თუმ­ცა პო­ლი­ცი­ას მომ­ხდა­რი და­ნა­შა­უ­ლის შე­სა­ხებ არ შე­ა­ტყო­ბი­ნა გან­ზრახ მკვლე­ლო­ბი­სა და ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის უკა­ნო­ნო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვა-ტა­რე­ბის ფაქ­ტებ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 108-ე და 236-ე მუხ­ლე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს” – ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

ambebi.ge

Back to top button